საათს
დახედა.აშკარად აგვიანდებოდა.ნერვიულად შეიშმუშნა და მანქანის სიჩქარეს რისკის ზღვარზე მოუმატა.აგვიანდებოდა,ეს უკვე გარკვევით გაათვიცნობიერა,მაგრამ ეხლა მთავარი იყო,რაც შეიძლება მალე მისულიყო სამსახურში,რომ დაგვიანება მცირე ყოფილიყო.ვინ იცის,იქნებ საყვედურსაც ასცდენოდა?
ის
იყო
სამსახურს
მიუახლოვდა,რომ საშინელი აფეთქების ხმა მოესმა.ყურები დაუგუბდა.მაშინვე მანქანა გააჩერა და ძრავი გამორთო.რა იყო ეს?თავიდან,რაღაც წამის გაელვებაში ეგონა,რომ თვითონ აფეთქდა,მაგრამ უცებ მოვიდა გონს და დარწმუნდა,რომ ცოცხალი იყო.არც არაფერი ჰქონდა დაშავებული.მანქანიდან მძიმედ გადმოვიდა.ირგვლივ ბურუსივით თეთრი ბუღი იდგა და გარკვევით არაფერი ჩანდა.ჰაერი ნელა იწმინდებოდა და მალე შენობების და საგნების კონტურებიც გამოჩნდა.
სამსახურის
შენობას
მიუახლოვდა
და
დანახულისგან
ძარღვებში
სისხლი
გაეყინა.ირგვლივ დასახიჩრებული ადამიანები ეყარნენ.ზოგი არც კი მოძრაობდა,ვინ იცის ცოცხალიც არ იყო.სირენების ხმა მოესმა.პატრულის,სასწრაფო თუ სახანძრო სამსახურის მანქანები ერთმანეთის მიყოლებით უწყვეტად მოდიოდნენ და მოდიოდნენ.უცებ შემოსაზღვრეს აფეთქების ადგილი და მილიციის კორდონი დააყენეს ირგვლივ.
–რა მოხდა?კითხულობდა გაოგნებული ხალხი აქეთ იქით.
–სიმშვიდე შეინარჩუნეთ,ყველას გთხოვთ–მიმართავდა ხალხს პოლიციის ოფიცერი–ერთერთ შენობაში გაზის ბალონი აფეთქდა და შენობის ნაწილი ჩამოინგრა სიძველის გამო.დაწყნარდით და გვაცალეთ მუშაობა.ნუ შექმნით პანიკას.
იმ
შენობას
შეხედა,სადაც მუშაობდა და გაოგნებისაგან მუხლები მოეკვეთა და მიწაზე მძიმედ დაეშვა.ის ფანჯარა,სადაც მისი სამუშაო მაგიდა იდგა,აღარ არსებობდა,შენობის ის ნაწილი მთლიანად ჩამონგრეული იყო.ხოლო მაგიდა და სკამი,სადაც თვითონ მუშაობდა,დამწვრობისგან გაშავებული და გამურული,ნანგრევების ქვეში იყო მოქცეული და მხოლოდ მცირე მოგლეჯილი ნაწილებიღა თუ ჩანდა მათი.გაახსენდა,რომ ამავე შენობაში გაზის ბალონების დისტრიბუტორი კომპანია მუშაობდა და გაზის ბალონებით დატვირთული მანქანებიც არაერთხელ უნახავს ეზოდან გასული.უკვირდა კიდეც,21–ე საუკუნეში ვიღა ხმარობს გაზის ბალონებსო,მაგრამ ასეა თუ ისეა,კომპანია არსებობდა და გაზით სავსე ბალონები შენობიდან ხშირად გადიოდა.ეხლაღა მიხვდა ასეთი ძლიერი აფეთქების და ასეთი ტრაგიკული შედეგების ნამდვილ მიზეზს.გაოგნებული მუხლდაჩოქილი მიწას დაყრდნობოდა ხელებით.სიკვდილის სუნი იგრძნო.თითქოს მის სხეულში წამით შეესეირნოს და გარეთ გამოსულიყოს ისევ.ყველაფერი რომ გაიაზრა,ეხლა უფრო შეუსუსტდა მუხლები და მთელი სხეული აუცახცახდა.ყოველგვარი ლოგიკით,ის ეხლა მკვდარი უნდა ყოფილიყო.სწორედ იმ ნანგრევებში ჩამარხული,სულ რამდენიმე წუთის წინ რომ მოიქცია მისი სამუშაო ადგილი.
ვიღაცამ
ხელი
მოჰკიდა–ცუდად ხომ არ ხართ,მოგეხმარებითო.
პატრულის
თანამშრომელი
იყო.წამოაყენა და იქვე ხის ძირას პატარა სკამზე ჩამოსვა.
კარგახანს
იჯდა
ასე–გაოგნებული და გაბრუებული.
მერე,როდესაც გონება სრულად დაუბრუნდა და აზროვნება აღუდგა,დაწვრილებით გაიხსენა ყოველი დეტალი,რაც იმ დილას უკავშირდებოდა.გაიხსენა ის რამდენიმე წუთი,რომელთა გამოც დააგვიანა სამსახურში და რამაც მისი სიცოცხლე გადაარჩინა.ეხლა კი კარგად ჰქონდა გააზრებული,რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ უფლის ნებით შეუნარჩუნდა სიცოცხლე და არაფერი შემთხვევით არ მომხდარა.მისი ნება გახლდათ,რომ ეხლა ცოცხალი გადარჩა და კარგადაც ხვდებოდა,რის გამო დაიმსახურა ასეთი წყალობა ღვთისა.
თითქოს
განსაკუთრებული
არაფერი
გაუკეთებია,მაგრამ ის მცირედიც კი საკმარისი აღმოჩნდა(როგორც ეხლა უკვე მკაფიოდ ხვდებოდა),რომ უფალს მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა.
განსაკუთრებული
კი
მართლაც
არაფერი
მომხდარა:
დილას,ჩვეულებრივად გავიდა სახლიდან იმ დროს,როგორც ყოველთვის გადიოდა ხოლმე.სადარბაზოსთან საბარგო მანქანა იდგა ღია საბარგულით.მძღოლი კი სადარბაზოსთან მდგარი მძიმე კასრებიდან ერთერთს მანქანისკენ მიათრევდა.
მანქანაში
ჩაჯდა.კი დაენანა კაცი,მაგრამ სამსახურში აგვიანდებოდა,ხელების გასვრაც არ უნდოდა.ის იყო მანქანა უნდა დაექოქა,რომ გულმა სიხშირეს მოუმატა.სინდისი ჩაირთო და წასვლის საშუალება არ მისცა.
–ნეტავ როგორ უნდა აიტანოს მარტომ საბარგულზე ის კასრები,რომც მიაგოროს იქამდე? მე რომ ეხლა ამ კაცს არ მივეხმარო,უფალთან რომ მივალ,რითი გავიმართლო თავი? სამსახურში მაგვიანდებოდა და ხელების გასვრა არ მინდოდამეთქი?ამ კაცმა რომ რამე მოიწიოს ამ მძიმე კასრების დატვირთვისას,რა სინდისით დავდგე მერე ხატებთან და როგორ უნდა ვილოცო?–გაიფიქრა და ისე საშინლად შერცხვა საკუთარი სულმოკლეობის,იქ რომ ყოფილიყავით,მაშინვე შეამჩნევდით მის სიწითლეს და მორცხვობას.
მანქანიდან
სწრაფად
გადმოვიდა
და
ისე,რომ დარცხვენილს კაცისთვის არც კი შეუხედავს,კასრს დაეჯაჯგურა და მოგეხმარებითო,მხოლოდ ესღა უთხრა.
–გაგახარებს ღმერთი–უთხრა კაცმა და სიხარულის ამოსუნთქვაც აშკარად შეიგრძნო მის ხმაში.
კასრი
ორი
იყო.სულ რამდენიმე წუთი დასჭირდათ მათ საბარგულზე ასატვირთად,თუმცა მეორე კასრის აწევისას კინაღან უკან ჩამოუგორდა და ცოტა ხელიც კი გადაიტყავა,მაგრამ ამისთვის არც კი მიუქცევია ყურადრება და ბედნიერი და გახარებული,რომ კაცს მიეხმარა და კასრები დაატვირთვინა,მანქანისკენ გაემართა.მერე თავის საბარგულიდან ბოთლით წყალი ამოიღო.ხელები გადაიბანა,დაზიანებული ხელი სუფთა ტილოთი შეიხვია.მერე მანქანა დაქოქა და სამსახურისკენ გასწია.ეს იყო სულ.
ეხლა,როცა ამას ყველაფერს იხსენებდა,ნელნელა ხვდებოდა,თუ რა ძვირფასი ყოფილა იმ კაცთან და კასრებთან გატარებული ყოველი წუთი.ხვდებოდა,რომ აპატია ღმერთმა ის მცირე სულმოკლეობა და დაუფასა სიკეთე.დიახ,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით–დაუფასა სიკეთე.
დაზიანებულ
ხელზე
ხელი
მიიდო.ეს მცირე ჭრილობა ეხლა სიცოცხლის ტოლფასი იყო.
საოცარია
განგება
ღვთისა.ზოგჯერ ადამიანს რამდენი გარჯა უწევს,რამდენი წვალება,ხშირად სიცოცხლის ბოლომდეც კი,მაგრამ შედეგებს მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მიაგებს უფალი.ზოგჯერ კი(ეხლა უკვე ნამდვილად იცის ეს),მცირე სიკეთის გამოც კი უდიდეს საზღაურს იღებს ამავე ცხოვრებაში.
ცრემლები
მოადგა.უფლის სიყვარული გაასმაგებული ძალით შეიგრძნო.როგორ უნდოდა ეხლა,ამ ცოდვილ და უღირს კაცს,უფლის წინ დამხობილიყო და ფეხები დაეკოცნა ასეთი დაუმსახურებელი წყალობისათვის.ფიქრობდა,რატომ,რისთვის გაიღო უფალმა ეს მოწყალება,რა მიზანი ჰქონდა ამას ყოველივეს?
...და თავადვე გასცა ყოველივეს პასუხი,თითქოს სულში ანგელოზმა ჩასძახაო:
–იმიტომ,რომ ასეთი იყო ნება ღვთისა; იმიტომ,რომ ეს უნდა იყოს კიდევ ერთი მაგალითი უფლის წყალობისა და მადლისა;იმიტომ რომ ადამიანებმა იცოდნენ სიკეთის ძალა.ის ძალა,რომელსაც უფალი ასმაგად და ათასმაგად მიაგებს ყოველ ადამიანს სულ მცირედი გაღებული სიკეთის თუ სათნოების გამოც კი,ამქვეყნად თუ არა,იქ,სამუდამო სამყოფელში მაინც აუცილებლად; რომ უფალი ყველაფერს ხედავს და არაფერი,სულ მცირე გარჯაც კი უკვალოდ არ იკარგება.
ასევე
არ
იკარგება
სიგლახე
და
მანკიერებანიც
და
დღეს
რომ
მის
სულში
ამპარტავნებას
და
სულმოკლეობას
დაეჯაბნა
სიკეთე
და
სათნოება,ახლა იგი ცოცხალი არ იქნებოდა და უფლის წინაშე მოუწევდა პასუხის გაცემა ყოველივეზე.
ისევ
დაემხო
მუხლებზე,ამჯერად არა შიშისაგან და გაოგნებისგან აკანკალებული,არამედ სიყვარულით და მადლიერების გრძნობით აღსავსე,იმ უსაზღვრო და უსასრულო სიყვარულით ავსებული,რასაც ღმერთი ჰქვია.ხელები ზევით აღაპყრო ცრემლებით სავსე თვალებთან ერთად და ათრთოლებული ხმით შეძახა:
–დიდება შენდა ღმერთო,დიდება შენდა !!!
No comments:
Post a Comment