მრცხვენია,
რამდენჯერ შეგაქციე ზურგი,რამდენჯერ გატკინე გული.
ვიცი,შვილი ვარ შენი და შენ ყველაფერს აიტან,ყველაფერს გაუძლებ.
მე კი მთელი ცხოვრება გეურჩები.ვინ იცის,რამდენი ცრემლი დაგიღვრია ჩემს გამო,რამდენი დარდი და ტკივილი დაგითმენია.
რამდენჯერ დაგივიწყე,რამდენჯერ დაგამცირე,რამდენჯერ გაგიცრუე იმედი.შენ კი საყვედურიც არ გითქვამს არასოდეს,არცერთი სიტყვა,არც ერთი უკმაყოფილება.ყოველთვის უხმოდ იტანდი ტკივილს,თვალცრემლიანი თვალებით შემომცქეროდი და ითმენდი. არცერთი წამით ჩემზე ფიქრი არ შეგიწყვეტია,სითბო და მზრუნველობა არ დაგიკლია.ვინ იცის,რამდენჯერ გადაგირჩენივარ ხიფათისა და განსაცდელისაგან,ბევრჯერ დაღუპვისგანაც კი.სანაცვლოდ კი არაფერი გითხოვია,მხოლოდ სიყვარული,სულ მცირე ყურადღება და სიყვარული.სულ მცირე დაფასება გჭირდებოდა შენი უსასრულო ამაგისა.მე კი სწორედ ამ სიყვარულს ვერ ვიმეტებდი შენთვის ჩემი უგნურების და ამპარტავნების გამო.მერე კი დარცხვენილი დავდგებოდი შენს წინაშე და დაბლა ვხრიდი თავს.შენ იმედით გევსებოდა თვალები,სიხარულის განცდა გეუფლებოდა გულში,იქნებ დავმდგარიყავი სწორ გზაზე,იქნებ დამეჯერებინა შენთვის და ადამიანად ვქცეულიყავი.ნეტავ მკაცრად დაგესაჯე.ნეტავ დაგეტუქსე,ნეტავ გეცემე,თუნდაც დაგესისხლიანებინე,ტკივილით და გვემით დაგესაჯე,ოღონდ უხმოდ არ გეთმინა ჩემი გულგრილობა და დანაშაული.მაგრამ არა,არასოდეს ერთი უკმაყფილო გამოხედვაც კი არ მახსოვს შენი,არცერთი უიმედო გრძნობა,არცერთი მობეზრებული ცრემლი.ეხლაც მიკვირს,როგორ აიტანე ამდენი,როგორ მომითმინე,როგორ არ მიმატოვე.ყოველთვის მიკვირდა,რამხელა მოთმინების უნარი გქონია.მე კი ისევ ახალ-ახალ სისაძაგლეებს ჩავდიოდი და კვლავ და კვლავ გიკლავდი გულს.შენც კვლავ ითმენდი და უკვე მერამდენედ ტიროდი ჩუმად,უკვე მერამდენედ გტკიოდა მთელი სხეული.უკვე მერამდენედ იმედოვნებდი,რომ გალღვებოდა ჩემი გაქვავებული გული და დაინახავდა შენს სიყვარულს.
ჩემი გული კი ძალიან ნელა ლღვებოდა.თუმცა ბევრჯერ დავუტანჯივარ სინდისს,ბევრჯერ შევუძრივარ გულის წუხილს,სულის ტკივილს–ძალიან ბევრჯერ.ადამიანის უგნურებას და უმეცრებას არა აქვს საზღვარი.მე ყველაზე უგნურთაგანი ვიყავი ყოველთვის.
ღია მქონდა თვალები და ვერ ვხედავდი;სუფთა მქონდა ყურები და არ მესმოდა;მფეთქავი მქონდა გული და ვერ ვგრძობდი.
ახლა,ამდენი წლის შემდეგ,შენი ერთგულებით,მოთმინებით და რწმენით გაოგნებული,დარცხვენილი და სინდისისაგან დასჯილი, შენი უმადური და უძღები შვილი ვდგავარ შენს წინაშე და მინდა ხმამაღლა,მთელი ხმით ვიტირო ჩემი უსინდისობის და უმადურობის გამო.
მინდა მუხლდაჩოქილი მოგეხვიო კალთებზე,ცრემლიანი თვალებით ჩაგხედო თვალებში და ჩუმად,განცვიფრებულმა გკითხო:
რატომ ხარ ასეთი კეთილი? რატომ გიყვარვარ ასე ძალიან?
მე ხომ არ ვარ ღირსი,უფალო ?

No comments:
Post a Comment