გასაუბრება აბგელოზთან ძილის წინ 6
-ანგელოზო,ისევ მოხვედი ჩემთან?
-კი,ისევ მოვედი,აკი გითხარი სულ შენთან ვარმეთქი?
-კიდევ მასწავლე რამე ანგელოზო რა ! მე ვიცი რომ დიდი
ცოდვილი ვარ და ბევრ რამეს არასწორედ ვაკეთებ.ხომ მასწავლი?
-კი,გასწავლი,მაგრამ შენც უნდა მოინდომო.თუ ჭურჭელს ძირი
არა აქვს,მას ვერ გაავსებ,რამდენიც არ უნდა ჩაასხა,გესმის?
-კი,მესმის
-ადამიანი კი უფლის ჭურჭელია,თუ ძლიერი ძირი ექნება,ის
ნელნელა ღვთის მადლით აივსება,იმდენად აივსება, რომ გადმოდინდება კიდეც და სხვა ადამიანებსაც
მისწვდება,გაიგე?
-კარგად ვერ გავიგე,ანგელოზო,მაგრამ ცოტას ვხვდები.რა
უნდა გავაკეთო,კარგი ჭურჭელი რომ გავხდე?
-მე მინდა შენ კარგად გაიგო,სიყვარული რას ნიშნავს
-მაგაზე ხომ უკვე მითხარი,ანგელოზო?
-გითხარი,მაგრამ ეტყობა კარგად ვერ გაიგე,ამიტომ ეხლა
სხვანაირად უნდა აგიხსნა.
-კარგი,ამიხსენი.
-შვილები ძალიან გიყვარს?
-კი,ანგელოზო,ძალიან.
-პატარები უფრო ძალიან ხომ?
-კი,უფრო ძალიან.
-აბა მითხარი,მათი მოფერებით ძღები?
-ვერა,ვერ ვძღები,ანგელოზო,სულ მინდა რომ ვეფერო.
-და რამდენსაც მეტს ეფერები,უფრო მეტი გინდა ხომ?
-კი,ასეა.
-ეხლა შენ წარმოიდგინე,რომ სიზმარში ხარ და ძალიან გწყურია.
-კი,ხშირად ვყოფილვარ ასე.ვსვამ და ვერ ვკმაყოფილდები,სულ
მწყურია,სანამ არ გავიღვიძებ
-ხოდა აი ეგ შენი სიყვარული,სწორედაც რომ სიზმარში წყურვილია
და მეტი არაფერი,დაუკმაყოფილებელი და მუდმივი წყურვილი.მე მარტო შენზე არ ვამბობ.საერთოდ,ადამიანების
სიყვარულზე ვლაპარაკობ.განა ეს ცუდია?არა,სულაც არა.სიზმარშიც ხომ მიისწრაფვი წყლისკენ,მაგრამ
არ გაკმაყოფილებს ხომ?და იცი რატომ?
-რატომ?
-იმიტომ რომ ადამიანებს მეტი არ შეგიძლიათ.ეს მხოლოდ
სულ მცირე ილუზიაა იმ სიყვარულისა,რასაც ღმერთი ჰქვია.ადამიანებს უჭირთ იმის არათუ
გაგება,წარმოდგენაც კი,თუ რა სიყვარულია ღმერთი თავად;
მე შენ ისეთი გრძნობა
გაგახსენე,რომელიც ყველაზე მძაფრია შენში,საერთოდ ადამიანში.ხომ ცნობილია,რომ ადამიანებს
თავისი ახლობლები უყვართ ყველაზე მეტად,უყვართ ისე,რომ ამ სიყვარულით ვერ ძღებიან.
-კი,მართლაც ასეა.
-ეხლა წარმოიდგინე პატარა ჭიქა,რომელშიც გინდა რომ სუფთა
წყალი ჩაასახა,მაგრამ იქ უკვე სხვადასხვა სითხე ასხია და რაც უფრო მეტია ეს სითხე,მით
ნაკლები სუფთა წყალი ჩაეტევა ჭიქაში.გესმის?
-არა ანგელოზო,არ მესმის,ეს რას ნიშნავს?
-ჭიქა შენი გულია,სითხე კი ის გრძნობები,რასაც შიგ მოათავსებ.ყოველი
ადამიანის გული საზღვრულია.რაც მეტ გრძნობას ჩაიბუდებ შიგ,მით ნაკლები ადგილი დარჩება
სიყვარულისთვის,რომელიც ისედაც ისეთი სუსტია,როგორც სიზმარში წყალი.
ეხლა კი წარმოიდგინე,რომ
გაიღვიძე,და ცივმა ანკარა წყარომ გაგიგრილა ყელი.შეადარე ეს გრძნობა იმას,სიზმმარში
რომ წყალს სვამდი.
ადამიანის სიყვარული
მცირეა,ჭიქის რაღაც ნაწილი,რომელიც საზღვრებშია მოქცეული.უფალი კი უსაზღვრო,უძლიერესი
და დამაკმაყოფილებელი სიყვარულია.გესმის? მე მინდა,რომ შენ განსხვავება დაინახო სიზმარში
დალეული წყლისა და ცხადში მორაკრაკე ნაკადულს შორის,რომელიც ისეთი ცივია და საამო,რომ
თუ ბევრი დალიე,შეიძლება ყელიც კი გატკინოს.ხვდები,რისი თქმა მინდა?
-კი,ვხვდები,ანგელოზო,მაგრამ რატომ ადარებ სიყვარულს
წყალს?
-იმიტომ,რომ წყალი არის ყველაზე ძვირფასი,რაც ღმერთმა
ადამიანებს მოგცათ.თქვენ მისი ფასი არ იცით.წყალი სიცოცხლეა,წყალი სიხარულია,წყალი
დიდი ბედნიერებაა...
მე შენ ძალიან პრიმიტიულად
აგიხსენი,იმიტომ რომ სხვანაირად ადამიანები ვერ გაიგებთ,რა სიყვარულია თავად უფალი–პატარა
ჭიქა წყალი უზარმაზარ ოკეანეს რომ შეადარო,თუმცა ოკეანესაც აქვს საზღვარი,უფალს კი
არა.
უფლის სიყვარული
სრულყოფილია,როგორც უდაბნოს სიცხეში წყაროს წყალი.თუ შეგიძლია წარმოიდგინო,შეადარე
ჭიქა წყალი უზარმაზარ ოკეანეს,რომელსაც საზღვარი არა აქვს.ამიტომ,თუ შენი გული სუფთა
და სავსე იქნება სიყვარულით,ის გადმოედინება,როგორც კლდიდან ჩანჩქერი და შეუერთდება
იმ უზარმაზარ ოკეანეს,ღმერთი რომ ჰქვია,გაიგე?
-გავიგე,ანგელოზო,მაგრამ ჭიქაში სხვა სითხეები რა შეიძლება
იყოს?
-განა ეს ასე ძნელი მისახვედრია? –შური,ბოღმა,სიძულვილი,ცბიერება,ამპარტავნება,სიამაყე,ანგარება
და რა ვიცი,განა ცოტა გაქვთ ყოველივე ეს ადამიანებს?
ხომ გითხარი,მთელი
გულიც რომ სავსე გქონდეს სიყვარულით,რაც კი ადამიანის გონებას შეუძლია წარმოიდგინოს,ეს
მხოლოდ ჭიქა წყალია სიზმარში,რომელსაც სვამ და ისევ გწყურია,არც წყურვილს გიკლავს და
არც გაკმაყოფილებს.ხოლო უფალი,ეს არის ოკეანე იმ სიყვარულისა,ულევი კამკამა წყაროს
წყალი,რომელიც ყელგამშრალ მეუდაბნოეს სიცოცხლეს უბრუნებს და აბედნიერებს.
ამას ყველაფერს
ძალიან მარტივი ენით გიხსნი,რომ გაიგო.შენ რომ ჭიქისხელა სიყვარული გქონდეს ისეთი,როგორიც
უფალია,იმასაც კი ვერ გაუძლებდა შენი გული და გასკდებოდა; არამცთუ წარმოიდგინო,რა სუფთა და სრულყოფილი სიყვარულია ღმერთი.
შეიძლება გაწყენინოს დედამ,მამამ,ძმამ,შვილმა,მეგობარმა
და ასე შემდეგ,მაგრამ ღმერთი არასოდეს გაწყენინებს,იმიტომ რომ ის სრულყოფილი სიყვარულია.ყველაზე
წრფელი,სუფთა და ძლიერი სიყვარული.ყველაზე დიდი უბედურება,რაც კი შეიძლება გეწვიოს,ისიც
კი ღვთის წყალობაა მისი უსაზღვრო სიყვარულიდან გამომდინარე,კარგად დაიხსომე ეს.
იცი,გულიც კი მწყდება,რომ
უფალსაც სიყვარულს ეძახით და იმ პატარა,გაცრეცილ და მინავლებულ გრძნობასაც გულში რომ
გაქვთ ადამიანებს.მაგრამ მე რა შემიძლია,ეს თავად ღმერთმა ინება ასე.უფლის უსაზღვრო თავმდაბლობის
ბრალია ისევ,რომ ედრება იმ ერთი ციდა წყლის წვეთს,თქვენ რომ სიყვარულს ეძახით.ეს მაინც
დაინახეთ,ეს მაინც დააფასეთ.
-როგორ მოვიქცე,ანგელოზო?
-მე შენ ადრეც გითხარი,ყოველთვის მოიქეცი ისე,როგორც
უფალი მოიქცეოდა შენს ადგილას.
შეიყვარე თუნდაც
სულ მცირედ ისე,როგორც უფალს უყვარხართ ყველანი.ყოველი გრძნობა,რაც სიყვარულიდან არ
მოდის,ბოროტისგანაა და ნუ შეუშვებ გულში,არამედ ებრძოლე და განდევნე.
-სიყვარულსგან რაა ანგელოზო?
სიყვარულისგანაა
თავმდაბლობა,მადლიერება,სინანული და უდიდესი სურვილი მოყვასის დახმარებისა,თანადგომისა,თანაგრძნობისა.სხვისი
ტკივილის გაზიარება და საკუთარივით მიღება.მე შენ ეს ადრე უკვე გითხარი
-კი,მითხარი ანგელოზო,მახსოვს.
-ნუ ეცდები,რომ უფალს შეედარო სიყვარულში,ამას ვერასოდეს
შეძლებ,არამედ ინატრე,რომ სულ ერთი პაწაწინა წვეთი მაინც იყო იმ ოკეანისა,ღვთიური სიყვარული
რომ ჰქვია.
–რა უნდა გავაკეთო
ამისთვის
–სულ მცირე რამ–ევედრე
უფალს.მოინანიე,რომ არ შეგიძლია სიყვარული,რომ არ გიყვარს ისე,როგორც ამას უფალი გთხოვს
და ევედრე,რომ მოგცეს ის „ერთი წვეთი“,ანუ უნარი სიყვარულისა,რომელიც ბოლოს ისევ იმ
ოკეანესთან მიგიყვანს.აი,ეს არის სულ.ეს ძნელი არ არის,თუ ამას წრფელი გულით მოინდომებ.
თუ ჭიქიდან ამღვრეულ
წყალს გადააქცევ და შიგ წყაროს წყალს ჩაასხამ,მაშინ ჭიქაც სუფთა და ქათქათა გახდება.გაიგე?
–გავიგე,ანგელოზო,ყველაფერი
გავიგე.
–...და ბოლოს ერთ
პატარა საიდუმლოს გაგიმხელ–ყოველი ზიარება თითო წვეთია ოკეანისა.
–მადლობა,ანგელოზო,დიდი
მადლობა ყველაფრისათვის.
–დაწექი ეხლა და
იფიქრე იმაზე რაც გითხარი.
–ღამე მშვიდობისა,ჩემო
ანგელოზო !
–ღამე მშვიდობისა
!
No comments:
Post a Comment