გასაუბრება ანგელოზთან ძილის წინ 7
–გამარჯობა,ანგელოზო,ისევ
გამომეცხადე?
–კი,გამოგეცხადე.
–რა,კარგია.მიყვარს
შენთან საუბარი.ბევრს მასწავლი და ეს სასარგებლოა ჩემთვის.
–კარგია,რომ ასე
ფიქრობ.შენ ისიც უნდა იცოდე,რომ მე გეუბნები მხოლოდ იმდენს,რამდენის თქმის უფლებაც
მომეცა ღვთისაგან.ყველაფერს ვერც გასწავლი და ვერც გაიგებ.ამიტომ გეუბნები მხოლოდ იმდენს,რასაც
შენი გონება მისწვდება და გული გაიზიარებს,რასაც
სული დაიტევს და სხეული გაუძლებს.
–მესმის ანგელოზო.დღეს
რაზე უნდა მესაუბრო?
–დღეს უნდა გესაუბრო
შენს დამოკიდებულებასთან ადამიანებთან.
–განა ვინმეს ცუდად
ვექცევი?
–ეგ საკმარისი არ
არის.
–რატომ?
–ჩემს შენს წინაშე
გამოცხადებას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს.გასწავლო ღვთისა და მოყვასის სიყვარული.შენ
იცი,რომ ეს ყველაზე რთულია,თანაც ყველაზე მთავარი,მაგრამ ბოლომდე არ გაქვს გათვიცნობიერებული,როგორ
უნდა მოახერხო ეს.
–რამეს არასწორად
ვაკეთებ?
–რაიმეს სწორად
გაკეთება არ ნიშნავს,რომ ეს საკმარისია.შეიძლება ავზში მრავალი ჭიქა წყალი ჩაასხა,მაგრამ
ეს ავზს არ გაავსებს,გესმის?
–ისევ ჭიქა წყალი?
–მე ვცდილობ მარტივად
გაგაგებინო ელემენტარული ჭეშმარიტება.შეიძლება ბევრი სიკეთე აკეთო,მრავალ ადამიანს
დაეხმარო,ილოცო,იმარხულო,მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს.
–რატომ?
–იმიტომ,რომ როგორც
გითხარი,მთავარი სიყვარულია.თუ საკმარისი სიყვარული არ გაქვს,სხვა დანარჩენის ფასი
ძალიან მცირეა.
აბა მითხარი,ყველა
ადამიანი გიყვარს?
–ყველას როგორ შევიყვარებ,განა
არ იცი რამდენი ბოროტი ადამიანი დადის ქვეყანაზე? განა შემიძლია შევიყვარო მკვლელი,მრუში,ლოთი
და ასე შემდეგ?
–რა სამწუხაროა,რომ
ჩემი ამდენი მცდელობის მიუხედავად,მაინც ვერ აგიხილე თვალები.განა არ იცი,რომ თქვენი
ცოდვებით ადამიანები მკვლელებზე,მრუშებზე და ლოთებზე უარესები ხართ? მაშინ რა ქნას
უფალმა,მოგიძულოთ ყველანი?
–რატომ,ანგელოზო,რითი
ვართ მათზე ცოდვილები?
–თუნდაც ყველაზე
მძიმე ცოდვით–ამპარტავნებით.მკვლელმა შეიძლება მოინანიოს,ლოთიც და მეძავიც გამოსწორდეს,მაგრამ
განა ბევრი ანებებთ ამპარტავნებას თავს,ბევრი ინანიებს ამ მძიმე ცოდვას?ადამიანები
ამპარტავნობენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე და ვერც კი ხვდებიან ამას.ამიტომაც არ ინანიებენ.
მე შენი მფარველი
ანგელოზი ვარ და ვცდილობ დაგაყენო სწორ გზაზე.
–მითხარი ანგელოზო,რა
უნდა გავაკეთო?
–თუ ადამიანებს
შეიყვარებ,ამპარტავნებასაც დაძლევ,იმიტომ,რომ აღარ გეგონება შენი თავი სხვაზე მეტი.ისევე
გეყვარება მოყვასი,როგორც შენი თავი და ისევე გეტკინება სხვისი ტკივილი,როგორც შენი.
–რომ მიჭირს ანგელოზო?ყველა
ადამიანი როგორ შევიყვარო?
–ეს ყველას უჭირს,იმიტომ
რომ მთავარი არსი არ იციან ადამიანისა.მხოლოდ წმინდა მამები ახერხებდნენ ამას დიდი
ღვაწლის და თავდადების საზღაურად.
მე შენ გეუბნებოდი,რომ
ადამიანის სული დაგენახა და არა მხოლოდ სხეული.ყველა ადამიანის სული ლამაზია,იმიტომ
რომ თავად უფლის შექმნილია და თუ ბუნების ყოველი ქმნილება ასეთი მშვენიერია,განა მისთვის
ყველაზე ძვირფას და აღმატებულ არსებას–ადამიანს,მახინჯ სულს შთაბერავდა? ადამიანთა
შორის ბოროტი სულები არ არსებობენ,კარგად დაიმახსოვრე ეს.ასე რომ არ იყოს,განა უფალი
გეტყოდა შეიყვარე ბოროტებაო?
–მაშ რატომ სჩადიან
ამდენ ბოროტებას?თანაც განა ცოდვა არ გადმოვიდა ყველა ადამიანზე?
–დიახ,მაგრამ განა
ცოდვა ბოროტება არ არის?განა ცოდვა უფალმა შექმნა?სწორედ ამას გეუბნები–ცოდვა ბოროტებაა,მაგრამ
ამავე დროს ცოდვა სნეულებაა სულისა.იმიტომ სჩადიან ბოროტებას,რომ მათი სული დაავადებულია,ბოროტებით
დაავადებული და მათ ისევე სჭირდებათ მკურნალი,როგორც ფიზიკურად დაავადებულ ადამიანებს.უფრო
მეტადაც კი,იმიტომ,რომ ფიზიკური სხეული დროებითია,სული კი მარადიული.განა ყოველი ადამიანი
მეტნაკლებად სნეული არ არის? განა ბევრი ადამიანი აღსარებით და ზიარებით არ იკურნება?
განა ავადმყოფი
ადამიანი გეზიზღება? კოჭლი ან ხეიბარი გეზიზღება? უმწეო და სნეული გეზიზღება?
–არა,ანგელოზო,აბა რას ამბობ.
–ხომ შეგტკივა სნეულზე გული,ხომ უვლი და ეხმარები როგორც
შეგიძლია? ხომ აწვდი ჭიქა წყალს,წამალს? ხომ გებრალება და თანაუგრძნობ?
–კი,ანგელოზო,ვეხმარები,როგორც
შემიძლია.მებრალება კიდეც.
–ხოდა ის ადამიანებიც
შეიბრალე,ვისი სულიც ბოროტებისგანაა დაავადეებული.ისინი ბევრად უფრო საბრალონი არიან,ვიდრე
ფიზიკური სნეულები.მათ უფრო სჭირდებათ შველა და გადარჩენა.მე კიდევ უფრო მეტს გეტყვი:ფიზიკური
სნეულებანი წყალობაა ღვთისა,უდიდესი წყალობა სულის განსაწმენდად,სულის ავადმყოფობა
კი ბოროტისგანაა და არავითარი კავშირი არა აქვს უფლის მადლთან,გესმის?
–მესმის,ანგელოზო,მაგრამ
მე რა შემიძლია?მე ხომ ექიმი არ ვარ?
–როგორც ყოველ ხორციელ
სნეულებას ჰყავს მკურნალი,ასევე ჰყავს მკურნალი სულიერ სნეულებასაც.როგორც თანაუგრძნობ
ხორციელ ავადმყოფებს,ასევე მიიღე გულით სულიერი ავადმყოფები,უფრო მეტადაც კი.შენი დახმარება
კი მათთვის ლოცვაა,სიყვარულის და თანადგომის გამოვლინება და არა სიძულვილი.მათი მკურნალი
კი უფლის მიერ დადგენილი „დასტაქრები“ არიან.ზოგი სნეულება იკურნება,ზოგი კი არა–ისეთივე
სასიკვდილოა,როგორც მაგალითად კიბო,ან ინფარქტი ან რამე სხვა.მაგრამ ფიზიკური სიკვდილი
არ ნიშნავს სულიერ სიკვდილს,სულიერი კი დამღუპველია და სამარადისო.ვხედავ,როგორ ტირიხართ
გარდაცვლილ ადამიანებს,რომელთაც შეიძლება თავისი სიკვდილით ტანჯვა და განსაცდელი მოიშორეს
და სასუფეველი დაიმკვიდრეს.
მაშ უფრო მეტად
არ უნდა ტიროდეთ მათ,ვისი სულიც ბოროტისაგან იღუპება?მათ ხომ ხსნა არსაიდან აქვთ,გარდა
მკურნალისა(მოძღვრისა) და თქვენი ლოცვისა,სათნოებისა და სიყვარულისა.
კარგი და ცუდი ნაყოფის
გარჩევა ცხოველმაც იცის და თუ თქვენ კარგს შეიყვარებთ და სნეულთ მოიძულებთ,მაშ რითიღა იქნებით
ცხოველზე უკეთესი?
თქვენ,ადამიანები
როგორი თავგამოდებით ზრუნავთ ახლობელ სნეულებზე,როგორ გიყვართ ისინი.მაშ უფალს განა
ათასჯერ და ათიათასჯერ მეტად არ უყვარს თავისი სნეული შვილები?განა ღმერთი არ ტირის
მათ გამო?
უფალი ყველასთვის
ეწამა,ამიტომ თავისი წილი უფალი ყველას ეკუთვნის....და თქვენ,როგორ ბედავთ მოიძულოთ
ის ადამიანები,რაც არ უნდა დიდი ბოროტებით იყვნენ დაავადებულნი,ვინც უფალს ასე ძალიან
უყვარს? გიფიქრია ამაზე?
–არ ვიცი,ანგელოზო,არასოდეს
მიფიქრია ასე.
–მე ამჯერად არ
გელაპარაკები შედარებებით,არამედ პირდაპირ გიხსნი,რომ ყოველი ადამიანის სული,ღვთისგან
მოვლენილი,ლამაზია და კეთილი და თუ მას ბოროტი დაეპატრონა,ანუ დასნეულდა,მკურნალობა
სჭირდება და არა გარიყვა.განა ბიბლიაში არ გაქვთ მაგალითი სამარიტელზე?თქვენ გგონიათ
ეს მხოლოდ ერთი ადამიანის პატარა თავგადასავალია? ბიბლია ყოველი სიტყვით გასწავლით
სიყვარულს.ზოგს პირდაპირ,ზოგს იგავით,ზოგს დაფარულად,მაგრამ ადამიანებმა მაინც ვერა
და ვერ ისწავლეთ ეს.
–გავიგე,ანგელოზო,მაგრამ
თუ ადამიანს არ უნდა ბოროტის მიტოვება,მე რა შემიძლია?
–არიან სნეულები,რომელთაც
არ უნდათ მკურნალობა,მაგრამ განა ისინი ზიზღის ღირსნი არიან ამის გამო?მხოლოდ ძალზედ
გულდასაწყვეტია,რომ ავად ყოფნა ურჩევნიათ გამოჯანმრთელებას,ხომ ასეა?
–კი,ანგელოზო,ასეა.
–თან შენ ისიც არ
იცი,როდის მოეგება გონს და დაიწყებს მკურნალობას.შენ რომ სნეულს წიხლი ურტყა,რატომ
არ მკურნალობო,მერე კი იმკურნალოს და გამოჯანმრთელდეს,ხომ შეგრცხვება და ინანებ?
–კი,შემრცხვება.
–ხოდა ასე არიან
სწორედ ის ადამიანები,ვისაც თქვენ ბოროტს ეძახით.ადამიანი არ არის ბოროტი,უფალს ის
ასეთად არ გაუჩენია,მაგრამ თუ ის მაინც სჩადის ბოროტებას,იმიტომ რომ უხილავ დემონებს
ჰყავთ შეპყრობილი და დასნეულებულია სული მათი.მათ
მკურნალობა სჭირდებათ,სიყვარული კი ყველაზე ძლიერი წამალია დედამიწის ზურგზე,ნუ
დაგავიწყდება ეს.
–მესმის,ანგელოზო.
–რამდენი ადამიანიც
გძულს,იმდენად ისვრება შენი სულიც...და ბოლოს,როცა უფალთან წარსდგები,ის შემოგხედავს,ხარ
კი იმდენად სუფთა,“დაბანილი“ და „მოწესრიგებული“რომ უფალს მიეახლო? ამ სიტყვებში მე ლოცვას და სინანულს ვგულისხმობ,აღსარებას და ზიარებას–ალბათ
ხვდები.
ქორწილში მისულ
სტუმარს ჭუჭყიანი სამოსელით არ მიუშვებენ ნეფე–დედოფალთან.არც უფალი მიგიშვებთ ახლოს
დაბინძურებული სულით.
–მითხარი,ანგელოზო,რა
არის ყველაზე მთავარი ადამიანისათვის?
–ბევრჯერ მითქვამს,მაგრამ
კიდევ ერთხელ გეტყვი: ლოცვა მარხვა და სინანულია ის სამი ყველაზე მთავარი,რაც უფალთან
მიგიყვანს და მათ შორის სინანული უმეტესია.ნამდვილი,გულწრფელი სინანული.უფალს არა დაეფარვების,ეს
შენ კარგად იცი
ღმერთმა ადამიანში
ჩადო სულიერი სიწმინდის უდიდესი დამხმარე მექანიზმი–სინდისი.
საკუთარ სინდისს ვერავინ ვერც მოატყუებს და ვერც მოისყიდის,რაც არ
უნდა დაბინძურებული ჰქონდეს იგი–ვერც სიბრძნით განთქმული ადამიანი და ვერც უკანასკნელი
გარეწარი.
როგორც მამა გაბრიელი
ამბობდა“სინდისი პატარა ღმერთია“
...და შენ წარმოიდგინე,რა
ტუტუცი და უგუნური უნდა იყოს ადამიანი,ღვთის მოტყუება ან მისგან რაიმეს დამალვა რომ
გადაწყვიტოს.
სირცხვილი სინდისის
შვილია.ასევე მისი შვილებია მადლიერება და სინანული.
სირცხვილს მოსდევს
სინანული სწორედ.ყველაფერი ეს კი სიყვარულის პატარპატარა შემადგენელი ნაწილაკებია.აი,ეს უნდა იცოდე კარგად.
გაიგე ყველაფერი?
–ვგონებ,გავიგე,ჩემო
ანგელოზო.
–დაწექი ეხლა და
იფიქრე იმაზე,რაც გითხარი.
–ღამე მშვიდობისა
ჩემო კეთილო ანგელოზო.
–ღამე მშვიდობისა