ერთ ჩვეულებრივ ქალაქში ერთი ჩვეულებრივი კაცი ცხოვრობდა.არც არაფრით გამორჩეული და არც სხვაზე ნაკლები,როგორც თვითონ ფიქრობდა.ალბათ ისეთი,როგორიც ამ ქალაქის მაცხოვრებელთა უმრავლესობა.როგორც მრავალი მათგანი,ესეც "საჭირო" ადამიანებს მეტ პატივს სცემდა,ზოგს თავსაც კი უხრიდა,ხოლო დანარჩენებს ისე,ზრდილობის გამო თვლიდა ადამიანებად.
დადიოდა სამუშაოზე ყოველდღე და ავტობუსისის გაჩერებაზე რომ მოხუცი მათხოვარი იჯდა,ფიქრობდა:–ნეტა ვის რაში არგია ეს საცოდავი?დილიდან დაღამებამდე აქ ზის და ფულს მათხოვრობს.არ რცხვენია მაინც?.მე ვიშრომო,ვიწვალო და ფული ამას ვაძლიო?.არა,ვისაც უნდა იმან აძლიოს,მე ვერაფერს მივცემ.რაში უნდა დამჭირდეს ცხოვრებაში,რა უნდა მოხდეს ისეთი?–ასე ფიქრობდა ყოველ მის დანახვაზე და არხეინად აგრძელებდა გზას,თუმცა ერთხელ,კაზინოდან მომავალმა და მოგებით და სიმთვრალით გაბრუებულმა,მაინც გაიმეტა ლარიანი და მოხუცს მედიდურად დაუგდო,აჰა,მარო ბებო,(ასე ეძახდა ყველა)შენც გაიხარე ცოტაო.
–ლარად კი არ გადაგირჩენია,უპასუხა ანგელოზმა–არამედ შენი სიცოცხლე ლარზე მეტი არ ღირს და ახლა მაინც იცოდე ეს;და თუ უფალმა სიცოცხლე შეგინარჩუნა,მხოლოდ იმიტომ,რომ მისთვის სათნო ადამიანის მადლი დაფასდეს და არა იმიტომ,რომ შენ ამას იმსახურებ–თქვა და გაუჩინარდა.
შეგონება: ნურასოდეს დაახარისხებ ადამიანებს საჭიროების მიხედვით.არავინ იცის,ვინ როდის გამოგადგება და ვინ როდის გიმტყუნებს
No comments:
Post a Comment