Wednesday, 8 July 2015

როცა გული გულობს...



ეს ამბავი ერთმა მეგობარმა მიამბო.სიმართლე გითხრათ,თავიდან ცოტა ნაძალადევად და უინტერესოდ  ვუსმენდი მის მონათხრობს,მაგრამ შემდეგ უფრო და უფრო გამიტაცა და გადავწყვიტე პატარა მოთხრობის სახით გადმომეცა თქვენთვისაც.თავად განსაჯეთ,რამდენად საინტერესოა ეს ისტორია და ღირდა თუ არა მისი უყურადღებოდ დატოვება.მაშ ასე...
ერთ პატარა ქალაქში ორი მეგობარი ცხოვრობდა–გია და გოჩა.ბავშვობიდან მეგობრობდნენ .ჯერ იყო და ერთ ბაღში დადიოდნენ,შემდეგ სკოლაში ერთ მერხზე ისხდნენ,ბოლოს კი სამედიცინო ინსტიტუტიც ერთად დაამთავრეს ერთი და იგივე სპეციალობით,ორივე კარდიოლოგი გახლდათ.მართალია განსხვავებული ხასიათის და თვისებების ადამიანები იყვნენ,მაგრამ ისე კარგად შეეგუენ ერთმანეთს,ალბათ ტყუპ ძმებს გაუჭირდებოდათ ასეთი მეგობრობა.
სიმართლისათვის უნდა აღინიშნოს,რომ გია ცოტა ზარმაცი,მაგრამ ბევრად ნიჭიერი გახლდათ.გოჩა კი უზომოდ გულმოდგინე და ბეჯითი,თუმცა გიას ნიჭიერებასთან მაინც ვერ მოვიდოდა.ამის მუხედავად, ეს არ უშლიდა არცერთს ხელს ჭეშმარიტი მეგობრული სიყვარულით ყვარებოდათ ერთმანეთი და ჭირში და ლხინში ერთად ყოფილიყვნენ.
სკოლის დამთავრების შემდეგ ორივემ უყოყმანოდ გადაწყვიტა კარდიოლოგი გამხდარმიხედაიყო და ჰქონდათ კიდევაც ამის იზეზი.
გოჩას ბავშვობიდანვე გულის მანკი იშემიური დაავადება აწუხებდა  და გულის განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებოდა, გიას კი–მამა,რომელიც სიგიჟემდე უყვარდა გულის დაავადებამ შეიწირა და ბავშვობიდანვე დაფიცებული ჰქონდა, გულის ექიმი გამოსულიყო და ყველა დაავადებას,რომელიც კი გულს უკავშირდებოდა მთელი ძალებით შებრძოლებოდა.
თუმცა ერთმანეთის მიზეზებიც საკმარისი იყო ბიჭებისთვის,რომ ეს გზა აერჩიათ,რამეთუ ერთმანეთის გარეშე,სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში თავი ვერ წარმოედგინათ.
ინსტიტუტის წლებმა უცებ გაიარეს,შემდეგ ამას ასპირანტურაც დაერთო და აგერ უკვე გამოცდილი და ხელმარჯვე ექიმები რამდენი წელია ადამიანებს კურნავდნენ.
თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ სიბეჯითე რა თქმა უნდა კარგია,მაგრამ ნიჭიერებასთან ბევრად სუსტია,რა თქმა უნდა თუ ამ ნიჭიერებას საკმარისი გასაქანი,მონდომება და შრომა ახლავს თან.
გიას ბუნებრივი სიზარმაცის მიუხედავად,მან დასძლია ეს სენი და საკმაოდ შრომისმოყვარე და გულისხმიერ ადამიანად ჩამოყალიბდა. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო.მას ხომ ადამიანთა გულებთან ჰქონდა საქმე,ადამიანის სხეულის ყველაზე ძვირფას და ყველაზე მთავარ ნაწილთან.ადამიანები მას სიცოცხლეს ანდობდნენ და არ შეეძლო სხვანაირად მოქცეულიყო.ის სიზარმაცე კი,რომელიც ბავშვობის და ახალგაზრდობის წლებში ახლდა სწავლისას,ადამიანთა უზომო სიყვარულის და პასუხისმგებლობის უდიდესი გრძობით დაჯაბნა და, შეიძლება ითქვას, დაამარცხა კიდეც.მართალია,ხშირად ოპერაციის შემდეგ ისეთი დაღლილი ჩამოჯდებოდა ხოლმე თავის კაბინეტში, ხანდახან ტელეფონი რომ რეკდა,ყურმილის აღებაც კი ეზარებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ წამიერი გაელვება გახლდათ ბავშვური სიზარმაცისა და როგორც კი ახალი პაციენტის სამკურნალოდ ეძახდნენ,წამსვე წამოხტებოდა მაგიდიდან და დევივით შემართული მიემართებოდა დასახმარებლად.სიზარმაცის უფლებას კი მხოლოდ სახლში აძლევდა თავს და როდესაც შინ გახლდათ,ჯობდა არ შეგეწუხებინათ სხვა საქმეზე,მაინც არაფერს გააკეთებდა.მეუღლემაც და შვილებმაც ეს კარგად იცოდნენ და არც აწუხებდნენ ზედმეტად.
რამდენი ხანია ერთ თემაზე მუშაობდა,მაგრამ ვერა და ვერ დააყენა საშველი.ისევ ბუნებრივი სიზარმაცე უშლიდა ხელს.დაიწყებდა–გაჩერდებოდა,მერე ისევ და ისევ და ასე გაუთავებლად.მანამდე სანამ...
...თუმცა,მოდი ცოტა ხნით აქ შევჩერდეთ და გოჩას მივუბრუნდეთ.
გოჩა და გია უკვე კაი ხანია ერთად არ მუშაობდნენ.გია წამყვან კლინიკაში მიიწვიეს და საკმაოდ მალეც გაითქვა სახელი თავისი ნიჭიერების და გულისხმიერების წყალობით.გოჩა კი,სიმართლე უნდა ითქვას,ერთი ჩვეულებრივი ექიმი გახლდათ და არაფრით გამორჩეული სხვისგან.ასეთები კი დიდ მწვერვალებს,მოგეხსენებათ,ვერ აღწევენ.გოჩამ ეს ძალიან კარგად იცოდა და არ სწყდებოდა გული.პროფესორი იყო რაც არ უნდა ყოფილიყო და ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ლექციებსაც კითხულობდა.გიას წარმატებები კი ძალიან უხაროდა.როდესაც ვინმე მის სახელს დადებით კონტექსტში ახსენებდა,ბავშვივით ეცრემლებოდა თვალები და გული სიამაყით ევსებოდა.
გოჩას გულის იშემიამ  სწრაფად დაიწყო განვითარება და თავისი უარყოფითი ასახვა ჰპოვა.ეს ბოლო წლებია უფრო და უფრო უტევდა მის ჯანმრთელობას და შესაბამისად სიცოცხლესაც.გოჩა ბოლომდე მალავდა გიასგან დაავადების გართულებას და ცდილობდა თავად მორეოდა სნეულებას,მაგრამ მეგობრის გამოცდილ თვალს და ალღოს განა გამოეპარებოდა რამე? საკმარისი იყო,გიას პაციენტის თვალის გუგები ენახა,სახის ფერზე შეეხედა და უცდომელად იცოდა მისი გულის მდგომარეობა.ასე იყო გოჩას შემთხვევაშიც.უცებ აღმოაჩინა მისი ჯანმრთელობის ცვალებადობა და შეწუხებულმა სასწრაფოდ თავის კლინიკაში დაიბარა.
გასინჯვის შემდეგ აბსოლუტურად დარწმუნდა თავის ეჭვებში და თავზარდაცემულმა არ იცოდა,როგორ ჩაეხედა მეგობრისთვის თვალებში.მისი სიცოცხლე არათუ წლებს,თვეებს ითვლიდა მხოლოდ და წარმოდგენაც კი არ უნდოდა,რომ ერთ დღესაც გოჩა გვერდით არ ეყოლებოდა.მაგრამ ამაზე მძიმე მისთვის გოჩასთვის სიმართლის თქმა გახლდათ,თუმცა ეს გარემოება სულ ტყუილად ტანჯავდა ერთგულ მეგობარს–გოჩამ ისედაც მშვენივრად იცოდა ყველაფერი და თუ გიას კლინიკაში გასინჯვას დათახმდა,მხოლოდ იმიტომ,რომ მეგობრის დაჟინებულ,კატეგორიულ მოთხოვნასთან ვერაფერი გააწყო და დანებდა.
გოჩას ცოლი არ ჰყავდა.ბავშვობაში,ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან ერთი გოგო უყვარდა.თუმცა საპასუხო გრძნობას ვერ ეღირსა.ან რას ეღირსებოდა,არც კი გაუმხელია გოგოსთვის გულის ნადები,იმდენად მორცხვი და მორიდებული გახლდათ.სკოლის შემდეგ გოგო გათხოვდა და არავინ იცის,ამის გამო თუ სხვა მიზეზით,გოჩა აღარ დაოჯახებულა და იყო ასე მარტოხელა,სანამ ანდრო გამოჩნდებოდა.თუმცა გიას ორივე შვილის ნათლია გახლდათ და უზომოდ უყვარდა ისინი და საკუთარი შვილებივით ეპყრობოდა.
რაც შეეხება ანდროს, იგი,ასე ვთქვათ,მისი ქორწინების გარეშე შვილი გახლდათ.ანდრო გოჩას ბათუმიდან ჩამოუყვანეს.იყო ერთი ისტორია, როდესაც გოჩას ჰქონდა ერთ იქაურ ქალთან ურთიერთობა. ოჯახის შექმნაზეც ფიქრობდა,მაგრამ ვერაფრით შეიყვარა ქალი,რომელსაც თვითონ  გოჩა უზომოდ უყვარდა და ცდილობდა მისი ცოლი გამხდარიყო. მოსახდენიც კი მოხდა,მაგრამ ამის იქით საქმე აღარ წასულა.გოჩას მცდელობა შეეყვარებინა ქალი,უშედეგოდ დასრულდა  და მაინც დაშორდნენ.ეს ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მოხდა,როდესაც გოჩა ერთწლიან მივლინებაში ბათუმში გახლდათ გაგზავნილი.
ანდრო გოჩას 7 წლის ჩამოუყვანეს და როგორც მისი შვილი ისე წარუდგინეს.დედა გარდაცვლოდა,სხვა მამა არ ჰყოლია და ერთადერთმა ახლო ნათესავმა–ბებიამ,იგი გოჩას ჩამოუყვანა.თვითონ ავადმყოფ ქალს მისი მოვლა არ შეეძლო და ოხით და ცრემლებით ევედრებოდა გოჩას,შვილისთვის მიეხედა.გოჩამ უყოყმანოდ დაიტოვა ბავშვი და მოულოდნელი სიხარულით და სინანულით აღსავსე გრძნობით გულში ჩაიხუტა პატარა.
მას შემდეგ 18 წელი გავიდა.ანდრო უკვე 25 წლის ვაჟკაცი გახლდათ და მამის მსგავსად ექიმის პროფესიას დაუფლებოდა,თუმცა გულის ნაცვლად ანდრომ პატარების ექიმობა არჩია.
ანდრომ რა თქმა უნდა იცოდა მამის გულის შესახებ და შეძლებისდაგვარად გვერდში ედგა მას და ეხმარებოდა.უნდა ითქვას,რომ ანდრო უაღრესად კარგი შვილი გახლდათ,რაც ძალზედ დიდი იშვიათობაა ჩვენს დროში.
შეიძლება არ დამეთანხმოს ბევრი,მაგრამ ვგონებ,ეს ასეა.შვილები არ ვართ საკმარისად ყურადღებიანი მშობლების მიმართ მათ ცხოვრებაში და მხოლოდ შემდეგ,როდესაც ისინი ამ ცოდვილ მიწას ტოვებენ,მაშინღა ვიშენთ თავში ხელს და სინანულის უზარმაზარი გრძნობა გვეუფლება იმის გამო,თუ რამდენი სითბო და ალერსი დავაკელით მათ სიცოცხლეში,რამდენი გამოუმჟღავნებელი სიყვარული,რამდენი ტკბილი სიტყვა,ზრუნვა და ყურადღება.ამას რა თქმა უნდა ჩემი პირადი გამოცდილებით გეუბნებით,მაგრამ ვხედავ,უმეტესად ასე ვართ თითქმის ყველანი.განა ასე არ არის?
კარგი შვილობა უაღრესად ძნელია,მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და აუცილებელი,ვიდრე კარგი დედობა თუ მამობა,კარგი დედმამიშვილობა,კარგი მეგობრობა და ასე შემდეგ.მე უფრო მეტს ვიტყოდი,ადამიანის შეფასება სწორედ აქედან უნდა იწყებოდეს,მისი შვილობიდან.
თუ ადამიანის ავკარგიანობა გაინტერესებთ,პირველ რიგში გაარკვიეთ, როგორი ურთიერთობა აქვს მას მშობლებთან. ჯერ მშობელი–დანარჩენი მერე.ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია და თქვენი ნებაა,დამეთანხმებით თუ არა.
ეს ყველაფერი ანდროს კარგმა შვილობამ გამახსენა და ეხლა ალბათ მიხვდებით რა მაქვს მხედველობაში.
ეხლა კი ისევ გიას ვუბრუნდები და ვაგრძელებ გაჩერებული ადგილიდან.
როგორც მოგახსენეთ,გია ერთ თემაზე მუშაობდა,უფრო სწორედ ერთ პრობლემაზე,რომელიც გულის უკურნებელი სენის დამარცხებას ეხებოდა.მას შემდეგ,რაც მეგობრის მდგომარეობა გაიგო,გიამ ინტენსიურად დაიწყო ამ პრობლემაზე მუშაობდა და წარმატებითაც დაასრულა.მან შექმნა ქირურგიული ჩარევის მეთოდი,რომელიც  გულის სისხლით მომარაგებას თითქმის სრულყოფილად აღადგენდა და მომაკვდავ ადამიანს სიცოცხლეს დაუბრუნებდა.გიას ფაქტიურად რამდენიმე თვე არ ეძინა.მისმა გასაოცრად დაუღალავმა შრომამ და თავგანწირვამ ნაყოფი გამოიღო და მისი მეთოდი მაიმუნებზე რამდენიმეთვიანი ცდის შემდეგ პრაქტიკაში დანერგეს,ანუ მწვანე შუქი აუნთეს.გია ბედნიერი იყო,რომ ამ მეთოდით მეგობრის გადარჩენას შეძლებდა.ვერ აგიწერთ იმ ბრძოლას რაც გიამ სახელმწიფოს ბიუროკრატიულ აპარატთან გადაიტანა,რათა მისი მეთოდი დროზე დაენერგათ ხალხის გადასარჩენად.ამ აპარატის საბოლოოდ დამარცხება განაპირობა გიას სერიოზულმა და თავგამოდებულმა მუქარამ,რომ დატოვებდა ქვეყანას და მის მეთოდს სხვა ქვეყნის სახელით მაინც დანერგავდა.თუმცა სახელმწიფოს გაუკუღმართებულ კლანჭებს მაინც ვერ დაუძვრა და რამდენიმე ადამიანი,მათ შორის უცხოელი სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ პროტექცირებული ადამიანები საოპერაციოთა სიაში წინ ჩაუსვეს.გიას სხვა გზა არ ჰქონდა,დათანხმდა და გოჩას ოპერაციის თარიღი მხოლოდ სამი კვირის თავზე,ანუ  21 დღის შემდეგ დანიშნა.იმედი ჰქონდა,რომ  მოასწრებდა.ჯერ კიდევ იყო დრო.
..და აი,ორი კვირაც მიილია.გოჩა კვირაში ერთხელ გადიოდა კლინიკურ შემოწმებას და ოპერაციისთვის ემზადებოდა.
ეხლაც შემოწმებაზე მიდიოდა.ანდრო მიყვებოდა მამას.კიდევ ერთი შემოწმება და რამდენიმე დღეში გოჩა კლინიკაში დაწვებოდა საოპერაციოდ.ადრე იყო და იქვე,კლინიკასთან ახლოს მდებარე კაფეში გადაწყვიტეს შესვლა ჩაის დასალევად.
გოჩა გვერდით მჯდომ მაგიდასთან მსხდომ ქალბატონებს დააცქერდა.ქალები უშნოდ შეიშმუშნენ და უკმაყოფილო მზერა ესროლეს უტიფრად მომზირალ მამაკაცს.გოჩამ თავი დახარა და შემდეგ კვლავ მიაცქერდა განსაკუთრებით ერთ ქალბატონს,რომელიც ასე ორმოციოდე წლის თუ იქნებოდა და გოჩა სულ რამდენიმე წლით თუ იქნებოდა მასზე უმცროსი.აშკარა გახლდათ,გოჩას ქალი მოეწონა და ვერაფერს უხერხებდა თავს.
–რა იყო მამა,ქალი მოგეწონა?–გაეცინა ანდროს.ლამაზი ქალია,მართალი ხარ,მაგრამ მე მის გვერდით რომ გოგონაა ის უფრო მომწონს.
–რა თქმა უნდა ის უფრო მოგეწონება–გაეღიმა გოჩას,ის ცხრამეტი–ოცი წლის თუ იქნება,აბა დედის ტოლა ქალი შენ რად გინდა?
–არც ისე დედის ტოლაა,მამა–შეეწინააღმდეგა ანდრო–საკმაოდ ახალგაზრდა და ლამაზი ქალია,სწორედაც რომ შენი შესაფერისი.
–კაი,ერთი,აბა რას ამბობ–დაიმორცხვა გოჩამ და ლოყები აუწითლდა.
ქალმა ისევ  იგრძნო მამაკაცის მზერა და უკვე საკამოდ უკმაყოფილო გამომეტყველებით აგრძნობინა მამაკაცს,რომ შეუფერებლად იქცეოდა. გოგოს ხელი მოჰკიდა და საჩქაროდ გაიყვანა კაფედან.
ცოტა ხნის შემდეგ გოჩამ და ანდრომ ქალბატონები გიას კაბინეტის წინ მოსაცდელში იხილეს და ლამის გვერდით მიუსხდნენ.
ქალმა რომ გოჩა დაინახა,ჭარხალივით გაწითლდა და პირდაპირ მას მოუბრუნდა:
–თქვენს თავხედობას უკვე აღარ აქვს საზღვარი–ამოხეთქა ქალმა–წეღან კაფეში უტიფრად მომჩერებოდით.გაგეცალეთ,არაფერი გითხარით,თქვენ კი უკან ამედევნეთ და მითვალთვალებთ.ვინ ხართ და რა გნებავთ?
–დაწყნარდით ქალბატონო–შეწუხდა გოჩა–თქვენ სულაც არ გითვალთვალებთ,საიდან მოიტანეთ? –აქ ჩემს საქმეზე ვარ მოსული.
–უცებ დაგიჯერეთ,არც კი გრცხვენიათ,დამსდევთ ამხელა კაცი უკან.რა იყო,ქალი არ გინახავთ თუ ასე ვულგარულად გამოვიყურები?–აგრძელებდა ქალი გულისწყრომას.
გოჩას უზომოდ მოეწონა ეს აწითლლებულსახიანი ქალი,ასე ახლოს რომ იხილა,მისი სუნთქვა იგრძნო,თვალებში ჩახედა და თავბრუ დაეხვა, ტკბილმა ჟრუნატელმა დაუარა სხეულში და ათრთოლებულმა, გაოგნებულმა და დარცხვენილმა მხოლოდ ისღა მოახერხა–მაპატიეთ ქალბატონოო –და თავი დახარა.
სწორედ ამ დროს ქალბატონს და მის მხლებელს,რომელიც შემდგომში მისი უფროსი ქალიშვილი აღმოჩნდა,გიას კაბინეტში დაიბარეს და ინციდენტიც ამით ამოიწურა.ქალმა კიდევ ერთხელ გაბრაზებით გადმოხედა გოჩას და კაბინეტში შევიდა.
კაბინეტიდან გამოსულ ქალებს გია უკან მოყვებოდა და ატირებულ ქალს და მის ქალიშვილს აწყნარებდა.
ქალმა რომ გოჩა დაინახა,ტირილს უმატა და ის იყო უნდა აფეთქებულიყო, რომ გიამ გოჩა შენიშნა და... უი,აქ ხარ? შემოდი ეხლავეო.. და ქალიც,ამის შემყურე ,დაბნეული გაჩუმდა.
–ეხლავე წაგიყვან ანალიზებზეო... და სანამ კიდევ რამეს იტყოდა,გოჩამ  გია გააჩუმა და ქალის ვინაობა და ტირილის მიზეზი ჰკითხა.
–ჩემი პაციენტია–უპასუხა გოჩამ,ლიანა...ლიანა მენაბდე მგონი,ხო მენაბდე.რატომ მეკითხები?
–მაინტერესებს რადგან გეკითხები.რა სჭირს,საოპერაციოა?
–კი,საოპერაციოა,მაგრამ შენ იცი რა მძიმე მდგომარეობაა ამ რიგებზე.ხან მთავრობის სახელით მიწერენ ხალხს სიაში,ხან კიდევ ვისი და არაფრის გაკეთება არ შემიძლია.ეს ქალი კი მძიმედ არის და სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია,რაც შეიძლება ჩქარა.არ ვიცი რა გავაკეთო.მხოლოდ 40 დღის შემდეგ შევძელი ჩამესვა სიაში.იმედია გაძლებს მანამდე.წამლები მივეცი და უფალს ვევედრები,რომ არაფერი მოუვიდეს.ასეთ დღეში ვარ,ძმაო,რა გავაკეთო,ვერ ავუდივარ ერთი კაცი ამდენ გაჭირვებულს და გული მტკივა მეც–ამოიოხრა გიამ–აქეთ საჭირო მედიკამენტებით და ხელსაწყოებით ვერ მამარაგებენ, თორემ არ გავჩერდებოდი, შეუჩერებლად გავაკეთებდი ოპერაციებს, მაგრამ ვინ გიწყობს ხელს? ერთს ძლივს ვახერხებ დღეში,თორემ აბა აქამდე ასე მეყოლებოდი შენც? თან იმხელა ფასები დაადეს,ყველას არ აქვს საშუალება გადახდის.ამათ რა ენაღვლებათ,მთავრობის ახლო ნათესავებს...და აბა მე მკითხე ეხლა,თუმცა სულ არ ვუყურებ,ვინ იხდის და ვინ არა,მე ვუკეთებ და მერე მომთხოვონ პასუხი,რატომ გაუკეთეო–წუხდა მეგობარი და თავს იქნევდა უკმაყოფილებისაგან.
–მე ვიცი რა უნდა ქნა–მიმართა გოჩამ მეგობარს.ეს ქალი ჩემს რიგში უნდა ჩასვა და ოპერაცია გაუკეთო,მე კი მის რიგში ჩამსვი.
–ვინ ქალი,ეს....ლიანაზე ამბობ?
–კი,ქალბატონ ლიანაზე გეუბნები.
გიას და ანდროს ერთნაირად ეცვალათ სახე ორივეს და ისეთი გაკვირვებით შეხედეს ერთმანეთს,აშკარად იგრძნობოდა ორივეს გამომეტყველებაში ერთი და იგივე ფრაზა–ეს კაცი ვერ არის კარგადო.
–გაგიჟდი შენ?–აენთო გია;
მამა,რას ამბობ?–თვალები აუწყლიანდა ანდროს.
–ერთი ამას უყურე,გამომივიდა კეთილშობილი მსხვერპლი–გაცხარდა გია–თუ იცი ნეტავ,როგორ ველოდები იმ დღეს,როცა ოპერაციას გაგიკეთებ?... და შენ მოდი ეხლა და ჩასვი ყველა შენ წინ რიგში,მერე მოვალ საიქიოში და იქ გაგიკეთებ ოპარაციას.სულ გადაირიე შენ?
–დაწყნარდი,გია,ნუ ცხარობ,რამდენი დღეაო,40 ხომ? მერე 33 დღეა სულ გასხვავება,ამაზე ბრაზობ? სცადა დაწყნარება გოჩამ.
–მამა,არ ხარ ეხლა მართალი,გია ძიასაც გაუწიე ანგარიში,რა საჭიროა ეხლა ეგ საქციელი? მე არ გეცოდები მაინც?–სცადა ანდრომაც გიას მხარის დაჭერა.
–რას ქვია დავწყნარდე? რას მეუბნები თუ იცი? წადი ეხლა მოუსვი აქედან და სამ დღეში გელოდები,დაწვები და გაიკეთებ ოპერაციას როცა მოვა დრო.არ გამიგია ეხლა ეს მე და მოვრჩეთ ამაზე–დაასრულა თავის ჭკუით გიამ.
–გია,ჩემო ტკბილო და კარგო ადამიანო–შეცვალა ტაქტიკა გოჩამ–ვიცი,როგორ გიყვარვარ და ზრუნავ ჩემზე,ვიცი,რამდენი გაიღე,რომ ეს ოპერაციები დაგეწყო და მოგერჩინე.მაგრამ  ეხლა დამშვიდდი და ცივი გონებით განსაჯე.არა ისე,როგორც მეგობარმა,არამედ როგორც ექიმმა და პატიოსანმა ადამიანმა.დაფიქრდი,და გულწრფელად მიპასუხე,ვინ არის უფრო სასწრაფო საოპერაციო,ქალბატონი ლიანა თუ მე? სანამ მისი რიგი მოვა,რომ ვერ მიაღწიოს,ხომ სანანებელი გვექნება მთელი ცხოვრება შენც და მეც,რომ შეგვეძლო ადამიანის გადარჩენა და არ გადავარჩინეთ? ექიმები ვართ ბოლოს და ბოლოს და ჩვენი ვალია ეს...და ეხლა თუ ღმერთმა შენს ხელში ჩადო ეს შანსი,უნდა გამოიყენო,ძმაო,აბა მითხარი,ვტყუივარ? 33 არ არის სხვაობა? 33 დღეზე მევაჭრები სულ? გავა ეს 33 დღეც და გამიკეთებ აბა რას იზამ? დაიდე მაგ შენს თბილ გულზე ხელი და მითხარი,ვის უფრო სჭირდება სასწრაფო ოპერაცია,მე თუ ქალბატონ ლიანას?
–ქალბატონ ლიანას?–აღმოხდა გიას–მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ.....
მცირე ხანს კიდევ იდავეს.ანდროც ბევრს ეცადა გადაეფიქრებინა მამას ეს გადაწყვეტილება,მაგრამ თავისთვის ორივე  ფიქრობდა გულში,რომ გოჩა მართალი იყო და წინააღმდეგობაც ნელნელა სუსტდებოდა,ისეთი მყარი და დამაჯერებლი არგუმენტები მოყავდა გოჩას თავის სასარგებლოდ, საბოლოოდ დავა გოჩას სასარგებლოდ გადაწყდა,თუმცა მისი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად,გადაწყდა, რომ ქალბატონი ლიასთვის სრული სიმართლე ეთქვათ.ეს იყო პირობა,რითაც გია დათანხმდებოდა გოჩას წინადადებას და მეტი ამაზე არაფრის გაგონებაც არ უნდოდა.სხვა გზა არ იყო,გოჩა უხალისოდ დათანხმდა ამ პირობას.
ლიანას მეუღლე ათი წლის წინ დაეღუპა.სამხედრო მოსამსახურე გახლდათ და ხშირად უწევდა ცხელ წერტილებში მსახური.მისი დაღუპვის ამბავი რომ აცნობეს,ლიანა ჩაიკეცა და დიდხანს ვერ მოსულა გონზე.მისი ცხოვრება დამთავრდებოდა,რომ არა სამი ლამაზი ასული,რომელიც ლიანას ამ დიდი და ძლიერი სიყვარულისგან დარჩა.
17 წლის გათხოვდა და 21 წელიწადი იყვნენ ერთად.ერთი ჰქონდათ სიხარული და ტკივილი,დარდი და ბედნიერება.მოკლედ,უსაზღვროდ ბედნიერი გახლდათ და არასოდეს უნანია,რომ ბეჟანის (ასე ერქვა მის ქმარს) მეუღლე გახდა.ქმრის სიკვდილმა მაინც დაატყო თავისი კვალი ლიანას ჯანმრთელობას.მართალია,შვილების გამო ცოცხლობდა და არსებობდა,მაგრამ დანაკარგს ვერაფრით ვერ ეგუებოდა და ხშირად ჩუმად ლოგინში ტიროდა,დარდობდა და განიცდიდა.გული კი რკინა არ არის,ყველაფერს გაუძლოს.ის კი არა და რკინაც გაწყდება შუაში, წვეთწვეთობით წყალი რომ მიუშვა მუდმივად.ცრემლმა და დარდმა კი ლიანას გული დაავადმყოფა და აგერ უკვე ისეთ დონეზე იყო მისული,ოპერაცია თუ სულზე არ მიუსწრებდა,გაეშურებოდა თავის საყვარელ მეუღლესთან.მაგრამ ბავშვები ენანებოდა. ნინო,უფროსი, მართალია უკვე 20 წლის იყო,მაგრამ მაინც პატარად თვლიდა ჯერ.პატარები კი 15 და 12 წლის იყვნენ და მათი უდედოდ დარჩენა თვითონაც კარგად იცოდა ,რომ დიდი საცოდაობა იქნებოდა.
...და აი, უეცრად,ღვთის წყალობით გამოჩნდა ექიმი,რომელმაც თურმე ახალი მეთოდი გამოიგონა და აქამდე უკურნებელი სენის დამარცხება შეძლო.მაგრამ მისთვის ოპერაცია მხოლოდ 40 დღის შემდეგ იყო შესაძლებელი და რამდენად მიაღწევდა იქამდე,არ იცოდა.ამიტომაც გამოვიდა ატირებული ექიმის კაბინეტიდან.თითქოს იმედი მიეცა,მაგრამ ეს იმედიც ხელიდან ეცლებოდა და ეხლა მხოლოდ უფლის იმედზეღა იყო დარჩენილი,თუმცა გრძნობდა,რომ ამდენს ვეღარ იცოცხლებდა, იმდენად ცუდად იყო და როდესაც ექიმებმა გამოწერეს საავადმყოფოდან ბოლოს,ნაღვლიანი თვალები გამოაყოლეს,რაც საკმაოდ კარგად გაიგო რასაც ნიშნავდა–მას ემშვიდობებოდნენ.
ოპერაციამ,როგორც ყველა სხვა შემთხვევაში,წარმატებით ჩაიარა და ლიანა რომ გონზე მოვიდა,გია ექიმი ღიმილით შეჰყურებდა და დაბრუნებას ულოცავდა.მერე მისი გოგონები შემოეხვივნენ და ბედნიერები და გახარებულები ეფერებდონენ დედას აქედან თუ იქიდან.
მოდიოდნენ ახლობლები,ნათესავები,მეგობრები,მეზობლები. მოკლედ, ყველა,ვინც ლიანას იცნობდა და უყვარდა.
...მოვიდა გოჩაც.ლიანა თავიდან ისევ გაწითლდა,ოღონდ ამჯერად სირცხვილისაგან.მან ყველაფერი იცოდა რაც გააკეთა გოჩამ მისი გულისთვის და მიუხედავად იმისა,რომ ის წინააღმდეგი იყო სხვისი ადგილი დაეკავებინა და,ვინ იცის,სხვისი სიცოცხლეც,გოჩამ მაინც თავისი გაიტანა და ეხლა ეს კაცი,რომელსაც იგი რამდენიმე დღის წინ ლანძღავდა და უღირსად მოიხსენიებდა,რომელმაც შემდგომ მისი სიცოცხლე ფაქტიურად გადაარჩინა,ეხლა აქ,მის წინ იჯდა და უღიმოდა.
–ისეთი დამნაშავე ვარ თქვენთან და ისეთი მადლობელი...დაიწყო დარცხვენილმა ქალმა საუბარი,მაგრამ გოჩამ თითი პირზე ტუჩებზე დაადო,და–არ არის საჭიროო–ანიშნა და გაუღიმა.
ქალს ცრემლები წამოუვიდა და თავი კედლისკენ შეაბრუნა...
ეს პირველი შეხვედრის დროს,თორემ მერე კარგად რომ გაიცნეს ერთმანეთი,ერთად იცინოდნენ და მხიარულობდნენ კიდეც.გოჩა სახალისო ისტორიებს უყვებოდა და ართობდა ავადმყოფს,რომელიც გარკვეული დროის მანძილზე ისევ კლინიკაში უნდა წოლილიყო.
გოჩა ყოველდღე მოდიოდ.ხან ყვავილები მოჰქონდა,ხან შოკოლადის კანფეტები.ერთხელ დიდი შეკვრით ათასნაირი ნაყინი მოიტანა და ლამის მთელ კლინიკას გაუმასპინძლდა.გოჩა,ბედნიერი იყო. ქალი,რომელიც მას მოსწონდა,ან იქნებ უყვარდა კიდეც,გახარებული იყო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.
ბედნიერი იყო ლიანაც,თუმცა ჯერ ვერ უტყდებოდა თავს ნამდვილ მიზეზში და ამას სიცოცხლის გადარჩენას აბრალებდა.თუმცა გრძნობდა,რომ ეს მარტო ამის ბრალი არ იყო.ის სულ სხვანაირად,ამ ბოლო ათი წლის მანძილზე პირველად,სულ გამსხვავებულად გრძნობდა თავს და მიუხედავდ იმისა,რომ ძალიან კარგად იცოდა მიზეზი,ეხლა ამაზე ფიქრი არ უნდოდა.მოსწონდა გოჩა,როგორ არა,მაგრამ რცხვენოდა კიდეც.ისეთი გრძნობა ეუფლებოდა,თითქოს ქმარს ღალატობდა,რაიმე უკადრისს  სჩადიოდა,თუმცა არაფერს ისეთს არ აკეთებდა.ყოველდღე მოუთმენლად ელოდა გოჩას და შემდეგ სააათობით მასლაათობდა მასთან,იცინოდა და მხიარულობდა.
ამ ხშირი ვიზიტებისას ორივემ შეამჩნია,რომ ანდრო და ნინო გულგრილი სულაც არ იყვნენ ერთმანეთის მიმართ.ერთმანეთთან ლაპარაკში თითქოს არ ეწინააღმდეგებოდნენ ამ მოულოდნელ მოვლენას, თუმცა გულის სიღრმეში ორივეს რაღაც გაუცნობიერებელი შიში იპყრობდა და არცერთს არ უნდოდა ეფიქრა,რისი შიში იყო ეს.
გოჩა ერთი და იგივე დროს მოდიოდა ხოლმე.ხანდახან ცოტას თუ დააგვიანებდა,ლიანა ნერვიულობას იწყებდა და ვერ ისვენებდა.რომ გეკითხათ რა ანერვიულებდა,ვერ გეტყოდათ,განიცდიდა და მორჩა.მერე გოჩა გამოჩნდებოდა ხოლმე და დაგვიანებისათვის თავს დახრიდა,ბოდიშს იხდიდა უნებური დაგვიანებისათვის და თვალებით პატიებას ევედრებოდა ძვირფას ქალს.
იმ დღესაც დააგვიანდა გოჩას.ლიანას როგორც ყოველთვის მოუსვენრობა შეეპარა,თუმცა იმედი ჰქონდა,რომ გოჩა ისევ მოვიდოდა,დახრიდა სიყვარულით სავსე თვალებს და ბოდიშს მოუხდიდა.გოჩა კი არ ჩანდა.გავიდა საათი,მეორე,მესამე.ლიანა უკვე ლოგინში ვერ ჩერდებოდა.რომ შეძლებოდა,წამოხტებოდა და სირბილით გაიქცეოდა გოჩას სახლამდე.ნერვიულობდა ნინოც,რადგან არც ანდრო ჩანდა.მერე კი ცოტახნით დერაფანში გავიდა.
დასწყევლოს ღმერთმა ეს კვირა დღე–ფიქრობდა ლიანა–არც გია ექიმია კლინიკაში.ან ტელეფონის ნომერი მაინც ეკითხა.არასოდეს არ უფიქრია ამაზე.იქნებ მორიგე ექიმმა იცოდეს გია ექიმის ტელეფონი მაინც,რომ დავურეკო და გავიგო ამბავი?მაგრამ არა,უხერხულია,რა უნდა ვუთხრა რატომ ვკითხულობ მეთქი? სირცხვილია.მაგრამ მეტიც რომ არ შემიძლია?
მერე შეეხვეწა ნინოს,მისულიყო მორიგე ექიმთან და გია ექიმის ტელეფონის ნომერი ეკითხა.
არ არის საჭირო,დედა–უთხრა ნინომ–მე ანდროს ტელეფონის ნომერი მაქვს.ჩვენ გარეთაც ვხვდებით ერთმანეთს.
მერე,რას გაჩუმებულხარ?დარეკე ეხლავე–აფორიაქდა ლიანა.
დავრეკე დედა,წეღან დავრეკე უკვე–თქვა ნინომ და თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა.
ამ დროს პალატაში გია შემოვიდა და პირდაპირ ლიანასკენ გაემართა. მერე მის ფეხებთან ჩამოჯდა,გაოგნებულ ქალს ხელი ხელზე მოუჭირა,თვალები დახარა და ჩუმდა უთხრა–ქალბატონო ლიანა,გოჩა აღარ მოვა,გოჩა აღარ არის...
არ შემიძლია და არც მინდა იმ საშინელი განცდების აღწერა,რაც ლიანას გულში დატრიალდა.სჯობს თავად მკითხველმა გაიაზროს და თავისი გულით გაიაზროს ყოველივე.
სამწუხაროა,მაგრამ სიცოცხლე არ ექვემდაბარება ადამიანთა კანონებს, ლოგიკას,სურვილებს და მხოლოდ უფლის ნებაზეა გათვლილი. ჩვენ არ გვესმის ბევრი რამ.არ გვესმის რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა.ხშირად ღვთის უსამართლობაზე ვწუწუნებთ,უფალი კი ყოველ ჩვენგანზე ისე ზრუნავს,როგორც თავგადაკლული დედა თავის პირმშოზე.
ჩვენ,მოკვდავ ადამიანებს გვავიწყდება ყველაზე მთავარი: ეს წუთისოფელი წამია და მხოლოდ დროებითი ნავთსაყუდელია სულისა, რომელიც მარადიულობის ხომალდისაკენ ნელნელა მიდის და მიაქვს თან ის სიმდიდრე,რაც ამ დროებით სამკვიდრებელში დაუგროვებია. შემდეგ ჩაჯდება ამ ხომალდში, როდესაც ბილეთს გამოუგზავნიან და გაემართება იქ,უსასრულობასა და დაუსაბამობაში, რომელსაც ერთი უზენაესი და მარადიული მფარველი და პატრონი ჰყავს–უფალი ღმერთი.
რამდენჯერ მიხსენებია უდროოდ გარდაცვლილები,მაგრამ ბოლოს მივხვდი,რომ სიკვდილი არასოდეს არ არის უდროო.უფალმა უზუსტესად იცის,როდისაა საჭირო სულის ერთი სოფლიდან მეორეში გადასახლება და თუ ჩვენ სხეულში მყოფებს ეს არ გვესმის,ეს დიდი უბედურება არ არის.ისევე,როგორც არცერთი სიცოხლე არ არის უდროო.როგორც დედის საშოში შეწყვეტილი სიცოცხლე არასოდეს იყო უდროო,ასე არ არის უდროოც არცერთი ადამიანის გასვლა იმქვეყნად. სიცოცხლე სინამდვილეში წლებით კი არ იზომება,არამედ იმით თუ რა დაუთესია ადამიანს ამქვეყნად სხვის საკეთილდღეოდ.
ზოგი მცენარე ერთ წელიწადს ხარობს და ზოგიც ათწლეულები, მაგრამ ნაყოფია მთავარი და არა ხის სისქე ან სიმაღლე.
შეიძლება ერთი ადამიანის ერთი დღის სიცოცხლე მეორე ადამიანის ასი წლის სიცოცხლეს ჯობდეს.
ბედნიერია ის,ვისაც თავისი სიცოცხლე სხვა ადამიანის სიცოხლის გადასარჩენად გაუწირავს.ამით მისი სიცოცხლეც და გარდაცვალებაც ათასჯერ მეტად დაფასდა.იქნებ ამ საზომით რომ მივუდგეთ,ბავშვების ბედნიერებაზე რომ არაფერი ვთქვათ,სულაც აღარ მოგვეჩვენოს გოჩას გარდაცვალება უდროოდ და უმიზნოდ?
...მერე,მრავალი წის შემდეგ,ნინო და ანდრო თავის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად მივლენ გოჩას და ლიანას საფლავზე და პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას.
...და მხოლოდ უცხო გამვლელი თუ იფიქრებს,რომ  საფლავის დიდ საერთო ქვაზე,ქალი,რომელიც 30 წლით ასაკოვანია კაცზე ,დედა ან რომელიმე ახლო ნათესავია მისი...და თუ არაფერი ყოფილან ერთმანეთისა,სამაგიეროდ შვილებმა და შვილიშვილებმა გააერთიანეს მათი სულები სამარადისოდ.

დედება ღმერთო შენდა,დიდება შენდა !

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ !

„მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“                              07.07.2015



Friday, 20 March 2015

მოულოდნელი პაციენტი





მზემ ყველას თავი დაუხარა და დაემშვიდობა სამყაროს.მთვარე ჯერ არ აპირებდა გამოჩენას.ან რა ეჩქარებოდა,სხვა მთვარე ამოვიდოდა მის მაგივრად თუ რა? სად წავიდოდა აბა სხვაგან? შვებულებას არავინ მისცემდა და გამოსავლელ დღეებს,მაინც მოუწევდა.ჯერ კი არ ჩქარობდა.ხოდა,იყო ასე ნახევრად ჩაბნელებული ცა,არც იქით და არც აქეთ.
მერაბ ექიმმა ეხლახანს დაამთავრა მორიგი ოპერაცია და დაღლილი და გასავათებული თავის სამუშაო სავარძელში ჩაეშვა.იქნებ ცოტა მაინც დავისვენოვო.მერე მაგიდის უჯრა გამოხსნა,თავისი საყვარელი კონიაკი გამოიღო,პატარა სირჩაში ჩამოისხა და სულმოუთქმელად დალია.
მთელ კლინიკაში სიწყნარე სუფევდა.ყოველ შემთხვევაში მერაბს  ხმაური არ ესმოდა და ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ თვალებიც მილულა, ცოტას წავუძინებო.
რამდენ ხანს იყო ასე ვერ გეტყვით,ყოველ შემთხვევაში უკვე სიზმრის მსგავს სივრცეებში დაცურავდა,როცა ექთანი შემოვარდა და:–მერაბ ექიმო,სასწრაფოდ საოპერაცოში გიხმობენო–რაც ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ ყველა ექიმის პრაქტიკაში და მერაბიც უკვე დიდი ხნის მიჩვეული ასეთ მოულოდნელ ოპერაციებს,უცებ წამოხტა,ონკანი მოუშვა და ხელპირი უცებ გადაიბანა.
საოპერაციო მაგიდაზე ხანში შესული მამაკაცი დახვდა,ერთიანად სისხლში მოთხვრილი.ავტოკატასტროფაში მოხვედრილს თავის უმძიმესი ტრავმა მიეღო და ეხლა ყველაფერი მერაბ ექიმზე იყო დამოკიდებული, გადარჩებოდა თუ არა.მერაბი ერთ–ერთ უძლიერეს ნეიროქირურგად ითვლებოდა არა მარო თავის კლინიკაში,არამედ ქვეყანაშიც და უამრავი ადამიანი ჰყავდა საიქიოდან მობრუნებული, როცა მტარვალ სიკვდილს თითქოს უკვე კარგად ჰყოლია ჩაბღაუჭებული თავის კლანჭებში მერაბის პაციენტები.
ქირურგმა საჭირო განკარგულებები გასცა და საოპერაციოთ მოემზადა. მანამდე კი თანაშემწეებს პაციენტის თავის მობანვა და მომზადება დაავალა–თავის ქალა იყო ასახდელი.სისხლჩაქცევა ჰქონდა დაჭრილს ბევრი,ქალის ნამსხვრევები ტვინში და ვინ იცის,კიდევ რა აღმოაჩნდებოდა.
ხელები საგულდაგულოდ დაიბანა,რეზინის ხელთათმანები ჩაიცვა და საოპერაციო მაგიდას მიუახლოვდა.დაჭრილისთვის სისხლი ჩამოებანათ და საოპერაციოდ ამზადებნენ.მერაბმა სახეს შეხედა და...
 ...გონება დაუბნელდა,წაბარბაცდა,მაგრამ  წონასწორობა მალევე დაიბრუნა.სახეს კიდევ დააკვირდა და დარწმუნდა,რომ ნამდვილად ის იყო,არ ეშლებოდა.წვერი მოუშვია,ცოტათი გაჭაღარავებულა კიდეც, მაგრამ მაინც ის იყო.თვალები ცრემლებით აევსო,გული ამოხეთქვას ლამობდა მკერდიდან.რომ არა სათვალე და პირზე აფარებული ნიღაბი,არავის დარჩებოდა შეუმჩნეველი მისი ეს აფორიაქება.32 წელი ეძებდა ამ ადამიანთან შეხვედრას,32 წელი ღამე წესიერად არ ეძინა და მასზე ფიქრობდა,გეგმებს ალაგებდა,მოქმედების ვარიანტებს ამუშავებდა.ეს იყო,რითიც ცხოვრობდა ეს წლები,რისი იმედიც აძლებინებდა–მასთან შეხვედრა და ანგარიშის გასწორება.
კარგი,ჩემო მკითხველო,აღარ დაგღლი გამოუცნობი რებუსებით და აგიხსნი რაშიც გახლდათ საქმე.
                                                         ***
მერაბი და ოთარი ერთ სოფელში ცხოვრობდნენ.მეგობრები არ ეთქმოდათ,მაგრამ არც მაინდამაინც მტრებად იცნობდა ვინმე.ეს თავისთვის იყო,ის თავისთვის.ოთარი მერაბიზე სამი წლით უფროსი გახლდათ,რაც სიყმაწვილეში საკმაოდ დიდ გასნხვავებად ითვლება ხოლმე,დამეთანხმებით ალბათ.სოფელი პატარა გახლდათ და ასე თუ ისე ყველა იცნობდა ერთმანეთს.სკოლაც ერთი ჰქონდა სოფელს და ყველა ბავშვი ამ სკოლაში სწავლობდა.
როგორც არაერთხელ მომხდარა და ალბათ კიდევ უამრავჯერ მოხდება, ოთარსაც და მერაბსაც ერთი და იგივე გოგო შეუყვარდათ და აქედან დაიწყო ყველაფერი.
მერაბი მორცხვი იყო,გაუბედავი.გოგოს დანახვაზე წითლდებოდა და იმალებოდა.ატყობდა გოგოს მხრიდანაც სიმპათიებს,მაგრამ ვერ ბედავდა დალაპარაკებასაც კი.მაშინ ჯერ კიდევ მერვე კლასში იყვნენ ორივე და ერთ კლასში სწავლობდნენ,თორემ თამრიკო თითქმის ერთი წლით პატარაც კი იყო მერაბიზე,უბრალოდ ცოტა ადრე შევიდა სკოლაში.
ოთარი მერაბის სრულიად საპირისპირო ანტიპოდი გახლდათ, უდრეკი,ჯიუტი და თავხედი.გოგოს გასაქანს არ აძლევდა და სულ უკან დასდევდა.შემდეგ,როდესაც უკვე სკოლა დაამთავრა,გოგოს სკოლის გარეთ ხვდებოდა და ეხლა იქ ყავდა შეწუხებული.
ოთარი ჯერ ითმენდა,მაგრამ როდესაც ცოტა წამოიზარდა და საბოლოოდ შეაწუხა ღირსების და თავმოყვარეობის გრძნობამ,გაბედა და წინ აღუდგა უფროს მოწინააღმდეგეს.მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ერთი–ორჯერ გაილახა კიდეც,შემდეგ უკვე გათამამდა და არც ეს აკლებდა და კარგადაც ალილავებდა ხოლმე.ბევრჯერ სცადეს ორივეს დაშოშმინება,მაგრამ ოთარის უხიაგი ხასიათის გამო არაფერი არ გამოდიოდა,მშვიდობა არ მყარდებოდა.თამრიკო ჩემიაო და მორჩა, არავის დავუთმობო.
თავის მხრივ თამრიკოს არ გამოჰპარვია მერაბის ფარული დამცველობა(აბა სოფელში რა დაიმალებოდა?) და გოგოს გულმაც გააკეთა თავისი არჩევანი მერაბის სასარგებლოდ.
ყველაფერი კი ძალიან მარტივად დასრულდა.თამრიკოც და მერაბიც სასწავლებლად ქალაქში წავიდნენ.მერაბი ექიმობაზე ოცნებობდა, თამრიკოს კი პედაგოგობა სურდა.მალე ორივე სტუდენტი გახდა და მათი სიყვარულიც უფრო აქტიურად ქალაქში გაგრძელდა,ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით–დაიწყო.
ორი წლის თავზე იქორწინეს კიდეც და მერაბმა თამრიკო თავის ქალაქურ სახლში გადაიყვანა,ის ხომ საკუთარ ბიძასთან და ბიცოლასთან ცხოვრობდა.უშვილო ცოლ–ქმარს შვილივით უყვარდა მერაბი და ეხლა ერთის მაგივრად აგერ ორი შვილი ყავდათ და უზომოდ გახარებულები იყვნენ.მერაბსაც უზომოდ უყვარდა ეს სათნო და თბილი ხალხი.
მერაბის ბიძა ცნობილი იუველირი გახლდათ და საკმაოდ შეძლებულ ადამიანად იცნობდნენ ქალაქში.თითქოს ბედნიერი ცხოვრებაც დაუდგათ ამ ადამიანებს.მალე კიდევ ერთი სიცოცხლე შეემატებოდათ და მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს,მაგრამ განა მუხთალი და დაუნდობელი წუთისოფელი გაახარებს ბოლომდე ვინმეს?
ერთ დღეს,როდესაც მერაბი ინსტიტუტიდან დაბრუნდა სახლში  და კარი გააღო,უჩვეულო სიჩუმე დახვდა.ორი ნაბიჯის გავლაც ვერ მოასწრო,რომ თავზე მძიმე დარტყმა იგრძნო და გონებაც დაკარგა.არავინ იცის,რამდენ ხანს ეგდო ასე.რომ გამოფხიზლდა,მაშინვე თავისი ოთახისკენ გაეშურა,მაგრამ იქამდე მისვლა აღარ დასჭირდა,სასტუმრო ოთახში საშინელი სურათი დახვდა: მთელი სახლი გადაყირავებული იყო, ყველაფერი იატაკზე ეყარა.აშკარად ეტყობოდა,ბინა გაეძარცვათ.მაგრამ ეს კიდევ არაფერი იყო იმასთან შედარებით,რაც შემდეგ ნახა.ბიძა და ბიცოლა სკამებზე იყვნენ დაბმული,პირში ჩვარგაჩრილები და გაგუდულები.არცერთი აღარ სუნთქავდა.იატაკზე კი თამრიკო სისხლისგან იცლებოდა.თავს ძალა დაატანა და ცოლთან ჩაიკუზა. თამრიკო არ სუნთქავდა,თუმცა მცირე პულსი მაინც შეენიშნებოდა. ხელის კანკალით აკრიფა სასწრაფო დახმარების ნომერი და ტირილით და სლუკუნით ძლივს გააგებინა მორიგეს მისამართი და ის,რასაც ხედავდა.სანამ სასწრაფო დახმარება მოვიდოდა,მერაბს თამრიკოს თავი ჩაეხუტებინა და გულსაკლავად ეფერებოდა,არ უნდოდა მისი გაშვება სხვა,შეუცნობ სამყაროში და დარჩენას ევედრებოდა.
უცებ თამრიკომ თვალი გაახილა და მძიმედ ამოისუნთქა.მერაბს იმედი მიეცა და სუნთქვაშეკრული დააცქერდა საყვარელ ადამიანს.მაგრამ ქალმა ერთადერთი სიტყვა ამოსთქვა და ახლა უკვე სამუდამოდ დახუჭა თვალი.
აღარ დაგიმძიმებთ გულს  და არ შევუდგები იმის გადმოცემას,რა სულიერი ტანჯვა და ტკივილი გადაიტანა მერაბმა,მისმა და თამრიკოს ნათესავებმა.მოკლედ გეტყვით მხოლოდ,რომ ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს,ნაყოფი სულ 5 თვის იყო და თავგანწირული მცდელობის მიუხედავად,ბავშვს სიცოცხლე ვერ შეუნარჩუნეს.
როგორც მერაბმა დაინახა და ივარაუდა,სწორედ ისე იყო საქმე.ბიძა და ბიცოლა წვრილი თოკით იყვნენ დამხრჩვალნი,თამრიკოს კი სამი სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა დანით მიყენებული გულმკერდის არეში.როგორც გამოძიება ვარაუდობდა,ბიძა და ბიცოლა მძარცველების მსხვერპლნი გახდნენ და მიუხედავად იმისა,რომ საკმაოდ ოქრო–ვერცხლი და ფული ჰქონდათ სახლიდან წაღებული,ეტყობა მეტს ითხოვდნენ და ორივეს სიცოცხლე მძარცველთა სიხარბეს შეეწირა.თამრიკო კი,ინსტიტუტიდან დროზე ადრე დაბრუნებული, სავარაუდოდ შემთხვევით შეესწრო ძარცვას და ამიტომ მძარცველებმა ზედმეტი მოწმე მოიცილეს.თუმცა,მერაბის შემთხვევაში უფრო სიფრთხილე გამოიჩინეს და სანამ მერაბი კარს აღებდა,ჩუმად ჩაუსაფრდნენ კუთხეში და თავში მძიმე ბრინჯაოს სასანთლე ჩაარტყეს,რაც სასიკვდილო სულაც არ გახლდათ და მხოლოდ მცირე ტვინის შერყევით დამთავრდა.აი, სულიერ მდგომარეობას თუ მოიკითხავდით,ის ათ სიკვდილზე უფრო უარესი იყო.მერაბი ისეთ სასოწრაკვეთილებაში იმყოფებოდა,რომ ალბათ არც იცოცხლებდა თავს და თავისი საყვარელი ადამიანების გზას  გაუდგებოდა თავისივე ნებით იმ ქვეყანაზე,რომ არა ის ერთი სიტყვა,რომელიც თამრიკომ სიკვდილის წინ უთხრა და ეს სიტყვა „ოთარი“ გახლდათ.დიახ,თამრიკომ სიტყვა „ოთარი“ წარმოსთქვა და გაოგნებისგან გაშეშებულ მერაბს თვალებით დაუდასტურა ის საშინელი ეჭვი,რაც მერაბმა გაიფიქრა.მეტის თქმა თამრიკომ ვერ მოასწრო და ქმრის ხელში დალია სული.არავინ იცის,ოთარმა ეს შეგნებულად გააკეთა თუ შემთხვევით მოხდა,ამას მერაბისთვის უკვე არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა.მთავარია,მან იცოდა,ვინ ჩაიდინა ეს შემზარავი დანაშაული.
                                                           ***
მას შემდეგ 32 წელი გავიდა.ოთარი გაქრა და მის კვალს ვერც პოლიციამ და ვერც მერაბის უამრავმა დაქირავებულმა დეტექტივმა მიაგნო. მძარცველები სამნი იყვნენ.მისი დამქაშები უცებ დააკავეს და საკმაოდ ხანგრძლივი სასჯელი მიუსაჯეს ორივეს.ერთი ციხეშივე აღესრულა, მეორე 17 წლიანი პატიმრობის შემდეგ ჭლექიანი გამოვიდა და მალე მიაბარა სული უფალს.ოთარი კი უკვალოდ გაქრა და დღემდე საერთაშორისო ძებნაში იყო ჩასმული.
32 წელი ფქრობდა მერაბი შურისძიებაზე.მე ვერ შევძლებ აღვწერო ის პერიოდი ამ კაცის ცხოვრებისა,რომელიც მან გამოიარა,რომელიც მისთვის ჯოჯოხეთზე უარესი იყო.ეს იყო ტკივილით,ცრემლით და არაადამიანური ტანჯვით გალეული 32 წელი,რომელიც მხოლოდ შურისძიების გრძნობით თუ იყო ოდნავ შემსუბუქებული.ვინ იცის,იქნებ სწორედ ამ ტკივილმა აქცია ის საუკეთესო ქირურგად,რამეთუ კარგად იცოდა სიცოცხლის ფასი და ყოველთვის თავდაუზოგავად იბრძოდა თითოეული ადამიანის გადასარჩენად.
...და აი,ეს კაცი,რომელზეც ამდენი წელი ფიქრობდა,რომელიც 32 წელი არ ასვენებდა და ამავე დროს აცოცხლებდა,რომელზეც რა არაადამიანური შურისძიების მეთოდები აღარ გამოიგონა გუნებაში,აგერ აქ,მის წინ უსახური და უღონო ჩვარივით დევს და ეხლა მის ხელშია მისი სიცოცხლე.სულ ერთი მცირე ქირურგიული „ტრიუკი“ და ისე გამგზავრება საიქიოს,ვერა კაცი ვერ გაიგებს მიზეზს.
თუმცა სიმართლე უნდა ითქვას,რომ ამაზე ფიქრი არც კი აწუხებდა არასოდეს.მთავარი შურისძიება იყო და მერე თვითონ რა მოუვიდოდა, ამაზე არასოდეს უფიქრია.მერაბი არ იყო გაქნილი და ნამუსგარეცხილი ავაზაკი,რომელიც მკვლელობის შემდეგ თავისი უდანაშაულობის ალიბის შექმნაზე იზრუნებდა.პირიქით,დაე ყველას გაეგო,რომ მან დამნაშავეს სამაგიერო მიუზღო და სასტიკად დასაჯა ორსული მეუღლის და ბიძა–ბიცოლას ცივსისხლიანი მკვლელი და ეს სისხლი მის პატივმოყვარეობას აკმაყოფილებდა.მერე კი რაც გინდა ის მომხდარიყო, ამას არავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.
ხოდა შეჰყურებს ეხლა ამ მოულოდნელ პაციენტს გაოგნებული და კიდევ ერთხელ მთელმა ცხოვრებამ წინ ჩაურბინა და ყველა ტკივილი ახალი სიმძაფრით გაახსენა.
სახელი და გვარი მოიკითხა,თუმცა იმ საბუთებით,რაც პიჯაკის ჯიბეში უპოვეს,სულ სხვა სახელი და გვარი უთხრეს,რაც მერაბს ოდნავადაც არ გაჰკვირვებია.გასაკვირი ის იქნებოდა,საერთაშორისო ძებნილი თავისი საბუთებით რომ დადიოდეს ქვეყანაში.
უცებ უნდა მიეღო გადაწყვეტილება,ყოველი წამი ძვირფასი იყო.ჯერ იფიქრა:–რად უნდა ამას ფიქრი,ახლავე ყელს გამოვჭრი ამ ღორისშვილს და ვეღარავინ ვერ უშველისო.მერე დაფიქრდა,რა გემო ჰქონდა ასეთ შურისძიებას?იმასაც კი ვერ გაიგებდა,ვინ მოკლა.იქნებ ჯობია ჯერ გადაარჩინოს და მერე მოკლას?არა,ეს აზრი უფრო უარესი იყო.როგორ უნდა გადაარჩინოს მტერი,რომელიც სატანაზე მეტად ეზიზღებოდა?
სატანა შემთხვევით არ მიხსენებია.მერაბი ეკლესიური გახდა.თუკი რამ შვებას პოულობდა გაწამებული ცხოვრებისაგან დაცლილი,მხოლოდ უფალში და ეკლესიაში.მხოლოდ მოძღვარმა იცოდა სრულად მისი სულის ტკივილი,მხოლოდ ის იყო,მისი მკურნალი და მესაიდუმლე.ის და უფალი,შემოქმედი და მამა მშობელი,ღმერთი მარადიული და უსასრულო.
თავიდან ღმერთის გაგონებაც არ უნდოდა,ეს როგორ დაუშვა და ფეხმძიმე ქალი როგორ გაიმეტაო,მაგრამ ნელ–ნელა იბრუნა პირი ღვთისკენ.წმიდა მამების წერილებს გაეცნო.სიკვდილის ნამდვილი არსი გაიგო,სულის უკვდავების და მარადიულობის ჭეშმარიტება შეიცნო. ღმრთის კეთილგანწყობის,სიკეთის,წყალობის და სიყვარულის გამოვლინებას სხვა თვალით შეხედა და თუმცა მაინც ძველებურად სტკიოდა სული, მაინც ხარობდა,იმ იმედით,რომ საყვარელი ადამიანები უფლის კალთის ქვეშ იქნებოდნენ და ძალ–ღონეს არ იშურებდა,რომ,რაც უნარი შესწევდა, თვითონაც შეწეოდა თავის მიცვალებულებს და ყველა შესაძლო შემთხვევას იყენებდა ამისთვის.გულისხმიერი იყო,მოწყალე, თბილი და მოსიყვარულე.ღმერთს ევედრებოდა,რომ ყველაფერი,თუ რამ კეთილი გამოდიოდა მისი ხელიდან,მისი მიცვალებულებისთვის მიეთვალა უფალს და სასუფეველი დაემკვიდრა მათთვის.ეს იყო მისი ცხოვრების მთავარი არსი და მიზანი.ამაზე სანუკვარი და ამაზე სანატრელი მას არაფერი ჰქონდა.
მაგრამ სამართლიანობის გულისთვის უნდა აღვნიშნო ისიც,რომ მიუხედავად მისი ასეთი ეკლესიურობისა და სათნო ცხოვრებისა,რის გამოც ყველა ადამიანს,ვინც მას იცნობდა,უსაზღვროდ უყვარდა იგი,მაინც არ ასვენებდა ის საშინელი და ამავე დროს ტკბილი გრძნობა,შურისძიება რომ ერქვა.არ შეეძლო პატიება.ვინც იცის რამდენჯერ მოინანია აღსარებაში ეს საშინელი გრძნობა და რამდენჯერ სთხოვა მოძღვარმა,არ ეფიქრა ამაზე,მაინც არაფერი გამოდიოდა და დარწმუნებული იყო,სადაც კი ოთარს ნახავდა,იქვე კბილებით გამოღადრავდა ყელს.აკი ეძებდა კიდეც.
ასე გადიოდა მისი ცხოვრების ეს წლები და აი,ეხლა,ეს დაუძინებელი მტერი მის ხელში აღმოჩნდა.გასაოცარია უფლის განგება.რა იყო ეს? ღვთიური დახმარება თუ ეშმაკის საცდური მის დასაღუპად? უჭირდა ეხლა ამაზე ფიქრი.ამ წუთში,როცა ოთარის უსიცოცხლო სხეულს უყურებდა,მხოლოდ იმას ფიქრობდა,როგორ ეძია მასზე შური და მერე,თუ უფალიც ვერ გაუგებდა,რატომ ჩაიდინა ეს,რას იზამდა, სხვანაირად არ შეეძლო და ვერ მოიქცევოდა,იმდენად ძლიერი იყო ეს გრძნობა.ამით ცოცხლობდა ეს წლები და ამან მოიყვანა აქამდე... და ეხლა,როდესაც დადგა ის ნანატრი წუთი,რომელზეც 32 წელი ოცნებობდა,სხვანაირად როგორ უნდა მოქცეულიყო,ვერც კი წარმოედგინა.
ყოველივე ეს,რაც აგიწერეთ,მეგობრებო,მერაბის წამიერი ფიქრები გახლდათ.ის იყო გადაწყვეტილება უნდა მიეღო,რომ გულის სადღაც შორეული კუნჭულიდან ახალი გრძნობა ალაპარაკდა.არავინ იცის რა იყო ეს,იქნებ სინდისი,იქნებ სხვა რამ,უფლის მიერ გაღვიძებული საჭირო ჟამს?ასეა თუ ისე,მერაბს სხვა ფიქრები მოეძალა,თითქოს ვიღაც ეჯდა სულში და ეუბნებოდა: –რა ვაჟკაცობაა უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მოკვლა,რა კაცობაა? ეს მოგიტანს შვებას?ამას ელოდები ამდენი წელი? მიდი დაახრჩე,ან ყელი გამოჭერი,რაღას ელოდები?ვერ გაგიწევს წინააღმდეგობას,არც შეგებრძოლება,ხმასაც არ ამოიღებს.იმასაც კი ვერ გაიგებს,ვინ მოუსწრაფა სიცოცხლე,სანამ უფალთან არ მივა,თუ მივა საერთოდ.ისიც იცოდე,რომ შურისძიება არ მოგანიჭებს შვებას და სიხარულს,როგორც შენ გგონია,პირიქით,დაგღუპავს და გაგანადგურებს. იქნებ მოინანია,იქნებ 32 წელია ნანობს?იქნებ შენზე ბევრად უარეს მდგომარეობაშია,შენ ხომ არ იცი?ისიც იცოდე,რომ თუ მოკლავ, ვერასოდეს შენს საყვარელ ადამიანებს ვეღარ ნახავ,სამუდამოდ ჯოჯოხეთში დაიმკვიდრებ ადგილს.ეს გინდა? ღირს კი შენი სიძულვილი საყვარელი ადამიანების სიყვარულის  ფასად? ღირს კი შენი სიძულვილი უფლის სიყვარულის ფასად?დარჩები ადამიანად,თუ მოკლავ ამ უმწეო კაცს და იქცევი ისეთივე მხეცად და არაკაცად, როგორიც ეს კაცი გგონია? მაშინ შენ რითი იქნები მასზე უკეთესი? განა უფალს ნაკლებად სტკივა თქვენი უსჯულოებანი,სისასტიკენი და უამრავი ცოდვანი?მაგრამ ის სიძულვილით არ გპასუხობთ, მისი პასუხი სიყვარულია.დიახ,უფალი სიყვარულით პასუხობს ყველას და იცი რატომ? იმიტომ,რომ არ არსებობს სიძულვილი,სიყვარულს რომ აღემატებოდეს.უფალი თავად სიყვარულია.არ არსებობს სიძულვილი უფალს რომ აღემატებოდეს.ეხლა თავად გადაწყვიტე,რას ირჩევ, სიძულვილს თუ სიყვარულს,უფალს და საყვარელ ადამიანებს თუ ჯოჯოხეთს და ეშმაკებს.ეს არის არჩევანი, რომელიც სამუდამოდ გადაწყვეტს შენს ბედს და სანამ რამეს მოიმოქმედებდე, კარგად დაფიქრდი კიდევ ერთხელ და აირჩიე, სიძულვილი ან სიყვარული.
გონს მოეგო.უცებ მიიღო გადაწყვეტილება და მთელი გულმოდგინებით შეუდგა თავის საქმეს,ცრემლები ახრჩობდა,გული სტკიოდა,სული ყვიროდა,მაგრამ მაინც მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და ოთარის სიცოცხლის გადასარჩენად სიკვდილს უკვე მერამდენედ შეეჭიდა.უყურებდა ამ უმოძრაო სხეულს და გული სიბრალულით ევსებოდა.გაქრა სიძულვილი,ზიზღი შურისძიება და მათი ადგილი თანადგომამ,სიკეთემ და სიყვარულმა დაიკავა.გაუკვირდა კიდეც,როგორ ვიფიქრე უმწეო ადამიანის მოკვლა,ეს როგორ უნდა გამეკეთებინაო.სად არის სინდისი, ადამიანობა, გულმოწყალება, ექიმის ვალდებულება ბოლოს და ბოლოსო? შერცხვა,ცივმა ოფლმა დაასხა. გულმა გაშმაგებით დაუწყო ფეთქვა. ეხლა მთავარია, თანმიმდევრულად, უშეცდომოდ გააკეთოს თავისი საქმე და რაიმე შეცდომა არ დაუშვას.დანარჩენს კი ხვალინდელი დღე გადაწყვეტსო–ფიქრობდა.
ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.ოთარი ნელ–ნელა მომჯობინდა.მერაბი ერიდებოდა მის პალატაში შესვლას,მხოლოდ მისი ავადმყოფობის ფურცელს აკვირდებოდა ხოლმე და დანიშნულებას ისე აძლევდა.საუკეთესო ოთახი გამოუყო.არავინ იყო მის მეტი.პირადი მეთვალყურე ექთანი დაუნიშნა და თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობდა.არა,არც სიამაყე და არც ამპარტავნება არ აწუხებდა,არამედ ბედნიერი იყო იმით,რომ მტრობას, სიძულვილს და შურისძიების გრძნობას სძლია და ეს ისევ ოთარის წყალობით მოახერხა.ის რომ არ გამოჩენილიყო,მთელი სიცოცხლე ეს გრძნობები შემჭამდნენ და მომინელებდნენო,ფიქრობდა.თითქოს განთავისუფლდა რაღაც უზარმაზარი შინაგანი ბორკილებისაგან,შვება იგრძნო,ხალისი მოემატა, სულიერი სიმშვიდე დაეუფლა და ამით იყო ბედნიერი.ამას კი ყოველივეს ოთარის უმადლოდა და ამიტომ,რაც არ უნდა გასაკვირი მოგეჩვენოთ,უყვარდა ეს კაცი.მან სიცოცხლე წაართვა და მანვე დაუბრუნა უფრო მეტი–სოცოცხლეც,სიხარულიც და რაც ყველაზე მთავარია,უზარმაზარი რწმენა,იმედი და სიყვარული.
დადგა ოთარის გაწერის დღე.მერაბი მღელვარებისგან ადგილს ვერ პოულობდა.ძალიან უნდოდა მისი ნახვა,მაგრამ არ უნდოდა ოთარს ეცნო და ამით მისთვის რაიმე ტკივილი მიეყენებინა.მაგრამ ყოველივე ამაო გამოდგა.ოთარმა,რომელმაც ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი,ექთანს დაავალა,რომ მისი მკურნალი ექიმი გამოეძახა, მასთან მისულიყო, თორემ არსადაც არ წავიდოდა.
მერაბმა ცოტა იყოყმანა და ბოლოს დათახმდა.რომ არ ენახა და ისე წასულიყო,ვინ იცის მერე მთელი ცხოვრება სანანებელი გაუხდებოდა და მოსვენებას დაკარგავდა.ჯობდა ენახა და წერტილი დაესვა ყველაფრისათვის.
კარი შეაღო და თავდახრილი ოთარის პალატაში შევიდა.ოთარი საწოლზე ჩამომჯდარიყო.მერაბი რომ დაინახა,წამოდგა.მათი თვალები შეხვდნენ ერთმანეთს.სიჩუმე და ერთმანეთის მზერა.ვერცერთი ვერ იღებდა ხმას.ასე უყურებდნენ ერთმანეთს თვალებით და იქ,მათ სიღრმეში ეძებდნენ პასუხებს თავიანთ კითხვებზე.
ხშირად თვალები უფრო მეტყველნი არიან,ვიდრე ენა,ხელები,მიმიკები და ათასი სხვა რამ.თვალებს აქვთ სიღრმე,გრძნობა,ემოცია,გადმოცემის უნარი.ვერცერთი სიტყვით ვერ გამოხატავ გრძნობას ისე კარგად,როგორც თვალებით;ვერ გადასცემ სითბოს,სიყვარულს სიტყვებით ისე,როგორც ეს თვალებს შეუძლიათ.თვალი ყველაზე ძვირფასი ნაწილია სხეულისა,რაც კი უფალს ადამიანისთვის უბოძებია.ის არ შეიძლება ბოროტი იყოს.ბოროტი ხარბი ადამიანის სულია,თვალი კი მისი იარაღი.
ეხლა ეს ორი ადამიანი ყველაზე კარგად გრძნობდა ამ უბრალო ჭეშმარიტებას.ერთმანეთის ეს უთქმელი მზერა ეხლა ყველაზე კარგად გამოხატავდა იმ გრძნობებს,რაც თითოეულ მათგანს ჰქონდა სულსა და გულში.ბევრად უკეთესად,ვიდრე ათასი სიტყვა რომ ყოფილიყო ნათქვამი.
ორივეს თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.ბოლოს,ოთარი მუხლებზე დაეშვა.მერაბის ფეხებზე მოხვია ხელები,ჩაეხუტა და ტირილით წარმოსთქვა ერთადერთი სიტყვა–მაპატიე,რადგან მეტის საშუალება ცრემლებმა არ მისცეს.მერაბსაც ჩამოუგორდა ცრემლები.თავზე  ხელი გადაუსვა და სიყვარულით მოეფერა,მერე ფეხზე წამოაყენა და გულში ჩაიკრა.
ეს შემდეგ იყო,ოთარიმ რომ მოუყვა,როგორ იტანჯებოდა ეს წლები, როგორი სინანული ჰქონდა გულში.როგორ იმალებოდა საზღვარგარეთ სხვა სახელით და როგორ სტკიოდა სული ჩადენილი დანაშაულის გამო.როგორი წვალებით მოახერხა სამშობლოში დაბრუნება,მერაბის ადგილსამყოფელის დადგენა და მასთან მისვლა პატიების სათხოვნელად.სწორედ იმ ავადსახსენებლ დღეს,როდესაც მერაბისთან მიდიოდა,დაეჯახა მანქანა და ღვთის მადლით თუ განგებით,მაინც მერაბისთან მოხვდა და შეძლო ყოველივე ეს ეთქვა მისთვის.ეხლა კი ოდნავ დამშვიდებული თავისი სინდისის წინაშე სამართალდამცავ ორგანოებს ჩაბარდებოდა და ყველაფერს მოუყვებოდა.
მერაბსაც შემოეძალა სინანული.ტიროდა და ისე უსმენდა ოთარს, რომელიც იმ საშინელი დღის დეტალებს უყვებოდა,ცრემლებით უსველებდა ფეხებს და პატიებას სთხოვდა.სინანულს გრძნობდა იმ სულმოკლეობის და სიმცირის გამო,ამ კაცის,უგონო მდგომარეობაში მყოფის მოკვლა რომ უნდოდა და მადლობას სწირავდა უფალს,რომ ეს არ ჩაადენინა,თორემ ვერასოდეს განიცდიდა იმ სულშიჩამწვდომ გრძნობებს,ეხლა რომ განიცდიდა,ვერასოდეს განიცდიდა იმ სიყვარულს, ეხლა,ამ წუთში რომ გრძნობდა ოთარის მიმართ–სიყვარულს, სიბრალულს და თანაგრძნობას ერთად.
...და რაც ყველაზე მთავარია,ვერასოდეს ვერ დარწმუნდებოდა იმაში,რომ მართლაც,არ არსებობს სიძულვილი,უფალს რომ აღემატობოდეს.არ არსებობს სიძულვილი,სიყვარულს რომ აღემატებოდეს.
მეც,ერთმა ცოდვილმა,თქვენმა მონა–მორჩილმა,სწორედ ამ უბრალო,მაგრამ ჭეშმარიტი სიტყვების გამო მოგიყევით ყოველივე ეს,ჩემო ძვირფასებო,რათა ჩემი თავისთვის,პირველ რიგში და ყველასთვის შემეხსენებინა კიდევ ერთხელ,რომ :
„არ არსებობს სიძულვილი,სიყვარულს რომ აღემატებოდეს.“
ხოდა,ჩვენც გვიყვარდეს ერთმანეთი.

ღმერთმა დაგლოცოთ !




Friday, 28 March 2014

სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზე



                                               შესავალი
                        

ეს ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა,თუმცა რომ არა ამ ისტორიის მთავარი გმირის მონათხრობი,რომელიც მან მრავალი წლის შემდეგ თქვენს მონა მორჩილს გაანდო,ვინ იცის,სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩებოდა ამ ადამიანის გულში და ვერასოდეს ვარავინ შეიტყობდა მის შესახებ.
ქრისტიან ადამიანს ღვთის სასწაული არ აუნდა უკვირდეს,არც უნდა ეძებდეს,მაგრამ თუ ასეთს მაინც შეესწრო,ეს ღვთის დიდი წყალობად უნდა ჩათვალოს და მორჩილად მიიღოს იგი.დიახ,ეს ასე,მაგრამ ხანდახან ხდება ისეთი საოცარი და გაუგონარი სასწაულები,რომლებიც არა მარტო გაგაოგნებს და განგაცვიფრებს თავისი საოცრებით და უჩვეულობით,არამედ საგონებელშიც ჩაგაგდებს და უამრავ რამეზე დაგაფიქერებს.მითუმეტეს თუ ეს პირადად გადადგხდა და მთელი შენი ცხოვრება შეცვალა.
სწორედ ერთ ასეთ უჩვეულო და გასაოცარ ამბავზე მინდა მოგითხროთ,ჩემო ძვირფასებო,რომელიც ამ ისტორიის მთავარმა პერსონაჟმა პირადად მიამბო და ნებართვაც მომცა,რომ თქვენთვისაც გამემხილა(რა თქმა უნდა მონაწილე პირების სახელების შეცვლით).
თქვენ კი თავად გადაწყვიტეთ,ღირდა თუ არა ამ ამბის აღწერა ჩემი მწირი გონებით.ხოლო რამდენად დაიჯერებთ მას,ეს უკვე სულ სხვა საკითხია.
როდესაც ეს ისტორია მე თავად პირველად მოვისმინე,დიდხანს გაოგნებული ვიყავი და თავი სიზმარში მეგონა.შეუძლებელია გულგრილად მოუსმინო იმას,რასაც ეხლა გიამბობთ.პირადად მე მთელი ამ თხრობის მანძილზე ჩემი მეგობრის გვერდით ვიდექი თითქოს და მასთან ერთად განვიცდიდი იმ დიდ სასწაულს,რასაც მიამბობდა და მიუხედავად იმისა,რომ იქ არ გახლდით და მხოლოდ ძალიან მცირე დოზით თუ შემეძლო ყველაფრის წარმოდგენა,ეხლაც,როცა ვიხსენებ ამას ყველაფერს ტანში მცრის და არც კი ვიცი,მოვახერხებ თუ არა ოდნავ მაინც ღირსეულად ყველაფრის თქვენამდე მოტანას.მე ვეცდები და დანარჩენი უფალს მივანდოთ



                                              ნაწილი პირველი

                                                თეონა და აჩიკო

ერთ პატარა ქალაქში ერთი ჩვეულებრივი გოგონა ცხოვრობდა.არაფრით გამორჩეული,თუ ფიზიკურ სილამაზეს არ ჩავთვლით.დადიოდა სკოლაში და მისი მთავარი საზრუნავი,ისევე როგორც უამრავი მისი თანატოლის,სწავლა და განათლების მიღება გახლდათ.
ზემოთ ფიზიკური სილამაზე ტყუილად არ მიხსნებია.ამ მშვენიერების გამო თეონას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა.ზოგი ჩუმად ეტრფოდა,ზოგი კი იმდენად მომაბეზრებელი გახლდათ,რომ საწყალი გოგონა შეწუხებილიც კი ჰყავდათ.ეს ყველა ლამაზი გოგონას ხვედრია,ალბათ დამეთანხმებით,და გასაკვირი ამაში არც არის რამე.
ქალის სილამაზე ალბათ ის ყველაზე დიდი საცდურია ამ ქვეყანაზე,რასაც ყველაზე ძლიერი მამაკაციც კი იშვიათად თუ უძლებს,თუმცა უმრავლესობის შემთხვევაში გაძლებაზე საუბარიც კი ზედმეტია ალბათ.მოკლედ,ეს ბანალური ჭეშმარიტებაა და ამაზე აღარ შევჩერდები.
თეონა ბიჭებისკენ არ იყურებოდა,არ აინტერესებდა.მისთვის მთავარი სწავლა იყო და სამიჯნურო გატაცებებისთვის დრო არ ჰქონდა.
მაგრამ ყველამ კარგად ვიცით,რომ ადამიანი არ არის თავისი გულის მფლობელი და სიყვარული როდის გაგიჩენს შიგ ბზარებს,ეს მხოლოდ უფალმა იცის.ჯერ პატარას შეგაცბუნებს,მერე ცოტა სირცხვილი და სიწითლე შეგეპარება,აგაფორიაქებს,ძილს გაგიტეხს,ნერვიულობას და შფოთვას დაგაწყებინებს და შემდეგ თავით ფეხამდე თავს გიკრავს სიყვარულის მორევში.თუმცა სიყვარულის ეს მწვავე ცეცხლოვანი მარწუხები იმდენჯერ და ისეთი მრავალფეროვნებით არის აღწერილი სიტყვის ოსტატების მიერ,რომ ჩემი მცდელობაც კი,აღვწერო იგი, სასაცილო იქნება.
ასე იყო თუ ისე,თეონას გულიც ამ მოულოდნელმა გრძნობამ მოიცვა ჯერ კიდევ სკოლის დამთავრებამდე.მისი სიმშვიდის დამრღვევი კი სხვა სკოლიდან გადმოსული არჩილი გახლდათ.
ზოგს წლები სჭირდება,რომ გულს სითბო ჩაეღვაროს და მოწინააღმდეგე სქესის მიმართ რამე გრძნობა აღეძრას,ზოგი კი პირველივე დანახვისთანავე თავდავიწყების მორევში ეშვება და ავიწყდება თუ იმ ადამიანის გარდა ვინმე ან რამე არსებობს.
ვერ ვიტყვი,რომ თეონაც ასე,ერთი ნახვით  გადაეშვა სიყვარულის ჩანჩქერში,მაგრამ პირველივე შეხვედრაზე რომ გული უცნაურად აუთამაშდა,ეს დანამდვილებით ასე იყო.ალბათ ჩვეულებრივად,როგორც ყველაზე ხშირად ხდება ხოლმე.ჯერ რაღაც უცნობი,იდუმალი გიზიდავს ადამიანში.მერე საკუთარ თავს ებრძვი,არ გინდა აღიარო,რომ უცხო ადამიანი შენთვის უფრო და უფრო ძვირფასი ხდება.არ უტყდები საკუთარ თავს,რომ შეყვარებული ხარ და ისე ებრძვი ამ აზრს,თითქოს ყველაზე ბოროტი მტერი ჩაფრენოდეს შენს არსებას და გადაყლაპვას უპირებდეს.ვითომ ებრძვი,თორემ სინამდვილეში თავადვე უფრო ფართოდ უღებ გულის კარს და სიამოვნებით უშვებ შიგ.პირიქით,მერე გარედან კეტავ,რომ არ გაგექცეს,ქვიშასავით არ დაგეფანტოს ის მოულოდნელი სტუმარი,ასე რომ შემოგიძვრა გულში და იქექება ყველაზე სათუთ და მგრძნობიარე სისხლძარღვებში–ის დაუპატიჟებელი სტუმარი,სიყვარული რომ ჰქვია.
თეონა არ იყო გამონაკლისი და ისეთივე შეყვარებულ გოგონად იქცა,როგორც ყოველი ჩვეთაგანი მის ასაკში.მაგრამ არც აჩიკო გახლდათ გულგრილი.უფრო მეტიც,პირველივე დანახვისთანავე შეუყვარდა თეონა და  ისეთი ბავშვური სიყვარულით უყვარდა,მის დანახვაზე ფერი ეცვლებოდა და მუხლები ეკვეთებოდა.აბა დალპარაკებას როგორ გაბედავდა? ვერასოდეს ვერ შეძლებდა ამას.
სანამ სკოლაში სწავლობდნენ,სულ რამდენჯერმე თუ გასაუბრებიან ერთმანეთს და ისიც მხოლოდ მაშინ,როდესაც სხვა გამოსავალი არ იყო და ისიც სკოლის ამბებს თუ შეეხებოდა,თორემ სიყვარულზე ხმას რომელი ამოიღებდა?ამის არც ძალა ჰქონდა რომელიმეს და არც გამბედაობა.აჩიკოს უფრო,თორემ თეონა,ტრადიციულ ქართულ ოჯახში გაზრდილი თავმოყვარე გოგონა ამას ვერასოდეს გაბედავდა–ალბათ სიბერემდეც კი.
დღეს ცოტა სხვანაირად ხდება ყოველივე და ბევრს შეიძლება გაეცინოს კიდეც,მაგრამ იმისთვის,ვისთვისაც მარადიული ფასეულობები–ზნეობა,ღირსება,პატივისცემა,ადათი და წესი ძვირფასია,არაფერია გასაოცარი და საკვირველი.მაპატიეთ ამ მცირე გადახვევისთვის,შედარებაც კი არ მინდა,იმდენად გულსატკენია ყოველივე.მე ჭეშმარიტ,შეიძლება ბავშვურ,მაგრამ სუფთა გრძნობაზე გესაუბრებით,რომელსაც არაფერი აქვს საერთო იმ ვნებასთან,რომელსაც ცოტა სხვა რამ ჰქვია და რომლის  პატრონსაც ასე ეცინება ეხლა,ამას რომ კითხულობს.
სკოლის დამთავრების შემდეგ თეონა უნივერსიტეტში მოეწყო და დედაქალაქში გადავიდა საცხოვრებლად.ჯერ ნათესავებთან,შემდეგ კი ცალკე,დაქირავებულ ბინაში.
ის პირველი მოულოდნელი გრძნობა,რომელიც თეონას ეწვია და რომელსაც ბავშვურ სიყვარულად აღიქვმდა,თითქოს უნდა დაევიწყებინა,მაგრამ განა როდის ხდება ყველაფერი ისე,ჩვენ რომ გვგონია? აჩიკოც სწორედ იმ უნივერსიტეტში სწავლობდა,სადაც თეონა და ეს შემთხვევით იყო ღვთისგან დაშვებული თუ აჩიკოს შეგნებული ნაბიჯი,მე სამწუხაროდ არ ვიცი.
თეონას და აჩიკოს შეხვედრებმა ზრდასრული ხასიათი მიიღეს.აღარ იყო ის ბავშვური სიმორცხვე,გაწითლება,მუხლების კვეთა,და სხვა ბავშვური დაბრკოლებანი,მაგრამ დარჩა ყველაზე მთავარი,სუფთა და ძლიერი სიყვარული ერთმანეთის მიმართ,გამოუთქმელი,გაუბედავი,მაგრამ მაინც ერთმანეთის თვალებში დანახული და გაზიარებული იმ იშვიათი შეხვედრების დროს,როცა ამის საშუალება ეძლეოდათ.
ყმაწვილ კაცს ალბათ ცოტა მეტი გამბედაობა მართებს ქალიშვილის მიმართ,რომელიც უყვარს და თავადაც გრძნობს მის სიყვარულს.ალბათ მეტი დაფიქრება მართებს იმაზე,თავის გაუბედავობით,სიმორცხვით და ალბათ სილაჩრითაც,რა გამოუვალ და უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საყვარელ ადამიანს.თუმცა,შეყვარებულ ადამიანს ალბათ ვერ მოსთხოვ გააზრებულ საქციელს,გონიერ ნაბიჯს,გათვლილ და გაანგარიშებულ ქმედებას.ჭეშმარიტი სიყვარულისთვის ხომ მხოლოდ სიგიჟე,თავგანწირვა და თავდავიწყებაა დამახასიათებელი და ჩვენც მოდი ნუ განვსჯით აჩიკოს ამ სისუსტეს.
თუ რა შედეგები მოჰყვა მის ამ გაუბედავ ნაბიჯს,სულ მალე შევიტყობთ.
დღე დღეს მისდევდა,თვეს თვე ენაცვლებოდა და ამ იდუმალ,იშვიათი შეხვედრიდან შეხვედრამდე ლოდინში,ფიქრსა და დარდში გადიოდა წლები.აჩიკო ჯარში წაიყვანეს და ურთიერთობა ამჯერად წერილებით გაგრძელდა.ალბათ ბევრი დამეთანხმება,რომ წერისას ადამიანი ბევრად უფრო გაბედულია,ვიდრე საუბარში.აქ გაუბედავობა და სილაჩრე ნაკლებას გბოჭავს,ნაკლებად გაწუხებს.უფრო მამაცი ხარ,უფრო გულადი და მთელი ქვეყანა შენი გგონია.აქ შეგიძლია უფრო თავისუფლად,უფრო თამამად გამოთქვა შენი გულისნადები.შეიძლება სრულად არა,მაგრამ უფრო გახსნილად და აშკარად.თუმცა არ უნდა გადააბიჯო იმ ზღვარს,რომლის შემდეგაც თავხედობა და უტიფრობა იწყება.ამ ზღვარის მოძებნაა სწორედ ყველაზე ძნელი.
თეონა ბედნიერი იყო.მას უყვარდა,ისეთი ძალით უყვარდა,ასე ეგონა არავის ქვეყანაზე ისე არ ჰყვარებია,როგორც მას.ეს მარტივი ჭეშმარიტებაა ყოველი შეყვარებულისათვის და თუ ეს ადამიანს არ განგიცდია,მაშინ არც არასოდეს გყვარებია.
თეონამ აჩიკო დიდების კვარცხლბეკზე დააყენა და ისე ეთაყვანებოდა,როგორც ყველაზე სანუკვარ და სასურველ არსებას.მაშინ არ ფიქრობდა,იმსახურებდა თუ არა აჩიკო ასეთ სიმაღლეზე ყოფნას.თეონას ის სუფთა,წრფელი გულით უყვარდა.მის ალალ და კეთილ გულს გრძნობდა და უყვარდა.
ხშირად,ჩვენი გამოგონილი რაინდები ვერ გუობენ ხოლმე ჩვენსავე შექმნილ კვარცხლბეკებს.იქიდან ჩამოცვენილები კი ძალზედ საცოდავად გამოიყურებიან.
ერთადერთი რაც გულს უკლავდა თეონას,გამოუთქმელი და დამალული სიყვარული გახლდათ.აჩიკოს თეონა უზომოდ უყვარდა,მაგრამ ვერა და ვერ ახერხებდა მისთვის ამის გამჟღავნებას.მშვენივრად იცოდნენ ერთმანეთის გრძნობები,მაგრამ გამჟღავნებას ვერ ბედავდნენ.აჩიკო არ იღებდა ხმას და თეონა როგორ გაბედავდა სიტყვის ამოღებას.და არა მხოლოდ იმიტომ,რომ ამის საშუალებას აღზრდა ან ღირსება არ აძლევდა,არამედ უფრო იმიტომ,რომ საყვარელი ადამიანის თვალში ქარაფშუტა გოგონად არ გამოჩენილიყო და სამუდამოდ არ დაეკარგა ძვირფასი არსება.რაც არ უნდა გასაოცარი იყოს,აჩიკოც სწორედ ასე ფიქრობდა და სანამ ჯარში იყო,არ უნდოდა თავისი მჩატე და უღირსი საქცილით თეონასთვის გული ეტკინა,როგორც ამას თვითონ ფიქრობდა.მოკლედ,ამ სიყვარულს აკლდა ის ყველაზე მთავარი,რაც ყოველი ადამიანის სულს და ხორცს იპყრობს.აკლდა ის აღმაფრენა,რაც სიტყვებს მოაქვთ,რაც ერთი გულის მეორე გულის წინ გადაშლას მოჰყვება ხოლმე.როდესაც ორი ადამიანის ფიქრი,გრძნობა და სიყვარული მთლიანად შეერწყმის ერთმანეთს და უფრო სრულყოფილი,უფრო ამაღლებული და უფრო სანუკვარი ხდება.
ნურავინ იტყვის,რომ სიტყვებს არა აქვთ მნიშვნელობა.შეიძლება ცხოვრებაში მართლაც ასე იყოს ჭეშმარიტად პატიოსანი ადამიანისათვის,მაგრამ არა შეყვარებული გოგონასათვის,რომელიც სიტყვებს ყოველ წამს ელოდება.არ იცის,რა სიტყვებს,მაგრამ ელოდება.ეს არის ყველაზე ტკბილი და ყველაზე ამაღლებული ყველა შეყვარებული გოგონასათვის და რაც არ უნდა გამაკრიტიკონ სკეპტიკოსებმა,ნება მიბოძეთ მაინც ჩემს აზრზე დავრჩე.
შეძახილმა ხე გაახმოო,ამბობს ანდაზა.უთქმელობას კი შეუძლია დაანგრიოს და გაანიავოს წლების მანძილზე რუდუნებით ნაშენები გრძნობა.რა ძალა აქვს სიტყვას,ეს განსაკუთრებულად კარგად არის ცნობილი ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის და ამაზე მეტს აღარ შევჩერდები.
ეხლა კი მოგიყვებით,თუ რა მოიტანა აჩიკოს გაუბედავობამ და უთქმელობამ.ეხლა მოგიყვებით სწორედ იმ ყველაზე მთავარს რისთვისაც გადავწყვიტე ამ ამბის მოყოლა.შეიძლება აჩიკო არც იყოს სრულად დამნაშავე ყოველივეში,რაც შემდეგ მოხდა,მაგრამ ჩემის აზრით ძალიან დიდი და გადამწყვეტი როლი ითამაშა.მე მოგითხრობთ და დანარჩენი თავად განსაჯეთ.



                                               ნაწილი მეორე

                                               მარგო და რიტა

თეონამ მოიწყინა.არა,აჩიკოს სიყვარული არ განელებია გულში,პირიქით ძლიერად, მყარად უყვარდა,მაგრამ იყო რაღაც,რაც სტანჯავდა და მოსვენებას არ აძლევდა,რასაც ვერ აცნობიერებდა.არ იცოდა,ეს რა იყო.თითქოს რაღაც აკლდა,რაღაც გამოუთქმელი და იდუმალი უღრღნიდა გულს.თუმცა რაც იყო,ჩვენ უკვე კარგად ვიცით,მაგრამ აბა თეონა როგორ გაამტყუნებდა რამეში ძვირფას ადამიანს? მიყვებოდა ცხოვრებას და მინდობილი იყო ძვირფას ადამიანზე.არ უნდოდა სხვა რამეზე ეფიქრა.როგორც იქნება,იქნებაო,აჯერებდა საკუთარ თავს და იმ დღეზე ოცნებობდა,როცა აჩიკო ჯარიდან დაბრუნდებოდა და მაშინ ყველაფერი გაირკვევაო ფიქრობდა.
სახლი,რომელიც თეონამ დაიქირავა,დედა–შვილს ეკუთვნოდა.ქალს ქმარი ადრე გარდაცვლოდა და თეონას ტოლი გოგონა ჰყავდა დარჩენილი.ასე იცოდა თეონამ–ასე გაეცნო რიტა დედამისთან ერთად.ბევრი არაფერი იცოდა მათზე.სახლი სამოთახიანი გახლდათ.თეონას მხოლოდ ერთი ოთახი ჰქონდა დაქირავებული,დანარჩენ ორში კი რიტა და დედამისი მარგო ცხოვრობდნენ.ბანქოს თამაში უყვარდათ და ხშირად ეპატიჟებოდნენ კიდეც თეონას,მაგრამ აბა თქვენ მითხარით,შეყვარებულ გოგონას,თანაც სტუდენტს,ბანქოს სათამაშო განწყობილება ჰქონდა?
რიტა თეონას თანატოლი გახლდათ და გოგონებიც უცებ დამეგობრდნენ.იყო ამ გოგოში რაღაც ისეთი მიმზიდველი,მომხიბვლელი,რასაც თეონა ვერ აცნობიერებდა,თუმცა არც ფიქრობდა ამაზე.მისი სუფთა,ნათელი გული ვერც კი წარმოიდგენდა რამე მზაკვარს და მიუღებელს.ასე ბოროტი ადამიანები ფიქრობენ მხოლოდ.თეონა მიჩვეული იყო ადამიანების ნდობას.მთელი გულით ენდობოდა და თუ როდისმე იმედი გასცრუებია,ეს სულაც არ იყო მიზეზი,რომ სხვა ადამიანებში ეჭვი შეეტანა.თეონას რამდენჯერმე ყავაც კი დაულევია დედა–შვილთან და ყოველთვის სითბო და კეთილგანწყობა უგრძვნია მათგან.ორჯერ თუ სამჯერ მარგო დეიდამ უმკითხავა კიდეც და რაც არ უნდა გასაოცარი ყოფილიყო,ბევრი სიმართლეც უთქვამს.
სიმართლისათვის ვალდებული ვარ აღვნიშნო,რომ თეონა დიდი მორწმუნე არ გახლდათ.ამას ვერ დავაბრალებთ მხოლოდ იმ გარემოებას,რომ კომუნისტური წყობის პერიოდი გახლდათ,როდესაც არათუ მორწმუნე,არამედ თუნდაც მხოლოდ ადათისა თუ წესის გამო მონათლული ადამიანებიც კი დიდი იშვიათობა გახლდათ.ეს იყო საშინელი უღმერთობის და უფლისგან განდგომილების პერიოდი.ეს ასაკიანმა ხალხმა კარგად იცის და ამიტომ აღარ შეგაწყენთ თავს ამაზე.
თეონა ახალდაბადებული,სულ რამდენიმე დღის მონათლეს,მაგრამ მისი შემდგომი ცხოვრება ძალიან შორს იყო რწმენისგან და თუ როდისმე ეკლესიაში მოხვდებოდა,სანთელს დაანთებდა ხოლმე და ისეთივე ურწმუნო გამოდიოდა იქიდან,როგორიც შედიოდა.უფრო დაზუსტებით რომ ვთქვათ,თეონას ღმერთი სწამდა,მაგრამ მხოლოდ სჯეროდა რომ არსებობდა და მეტი არაფერი.იცოდა იესოს შესახებ,ღვთისმშობელიც იცოდა,დანარჩენი კი მხოლოდ ყურმოკრული საუბრებიდან თუ რამე ახსოვდა.მაგალითად,წმიდა ნიკოლოზი იესო ქრისტე ეგონა–არ იცოდა ვინ იყო და ერთხელ სანთელიც კი დაუნთო რომელიღაც ტაძარში,როგორც უფალს.ალბათ ბევრს გაგახსენდათ საკუთარი თავი ხომ?პირადად მე ზუსტად ასეთი „მორწმუნე“ გახლდით სულ რამდენიმე წლის წინათ და არაფერი არ მიკვირს თეონასი.
თუ რატომ ვამახვილებ ამაზე ყურადრებას,ეხლავე მოგახსებნებთ.
ადამიანს სამწუხაროდ ბევრი სისუტე გააჩნია,იმდენად ბევრი,რომ წარმოდგენაც არა აქვს.ეშმაკებიც მრავლად ახვევიან გარს.ადამიანი რომ ხედავდეს,რამდენი დემონი ახვევია გარს,შიშისაგან გული გაუსკდებოდა და მოკვდებოდა.მაგრამ მოწყალე უფალმა გაითვალისწინა ესეც,უამრავ სხვა გარემოებასთან ერთად და ადამიანის თვალისგან დაფარა მათი არსებობა.მაგრამ მიუხედავად ამისა,ისინი არსებობენ და არსად არ წასულან.არხეინად დაგვყვებიან და ხშირად არავითარი ძალისხმევა არ სჭირდებათ ჩვენს დასაღუპად.ჩვენ დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ მათ გასაკეთებელს.ისინი კი,ფეხი ფეხზე შემოდებული,ჩვენს მხარზე წამოსკუპებულნი სიამოვნებისგან ხელებს იფშვნიტენ და სიხარულისგან ისეთ ყიჟინას გამოსცემენ,ეს რომ გვესმოდეს,უმალ დავყრუვდებოდით.მაგრამ საკმარისია ადამიანმა ოდნავ ღვთისნიერი ცხოვრებისკენ აიღოს გეზი,რომ გავეშებულები დაეტაკებიან და უკან,წუმპისკენ უბიძგებენ...და დამიჯერეთ,ამისთვის ისინი დიდად სულაც არ ირჯებიან,ძალიან მცირე ძალისხმევა სჭირდებათ.
სიკვდილ–სიცოცხლის ბრძოლა მათ მხოლოდ იმ ადამიანებთან უწევთ,ვინც უფლის გზას შესდგომია და თავისი ცხოვრების მიზნად სასუფევლის დამკვიდრება განუზრახავს.ასეთ მორწმუნე ადამინებთან,ბერებთან,თუ სასულიერო პირებთან ეს აშმორებული და გასასიზღრებული არსებები ისეთი მონდომებით და გულმოდგინებით იბრძვიან,როგორც სამშობლოს დაუძინებელ მტერთან იბრძვის გულანთებული პატრიოტი.
შეიძლება ადამიანს არ სწამდეს ღმერთი,ან არ ცხოვრობდეს უფლისთვის სათნოდ,მაგრამ როგორც კი მის გულში ადგილს ღირსეული გრძნობები იკავებენ–სიკეთე,გულმოწყალება,პატიოსნება და რა თქმა უნდა სიყვარული,ეს ცეცხლოვანი არსებები,რომლებიც გამუდმებით დაგვყვებიან და ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევენ,შმაგდებიან და მზაკვრულ და მუხანათურ ბრძოლას გვიწყებენ ჩვენდა გაუთვიცნობიერებლად.მანამდე კი,სანამ ადამიანის სულსა და სხეულში ეგოიზმი და ამპრტავნებაა გამჯდარი,ისინი უსაქმურობისგან ამთქნარებენ და თუ გამუდმებული ყურადრების ქვეშ ვყავართ,მხოლოდ იმიტომ,რომ არ „შევცდეთ“ და უფლისათვის რამე სათნო და მოსაწონი არ გავაკეთოთ.
დავუბრუნდეთ თეონას.
რიტა ხშირად შედიოდა თეონას ოთახში და ხანდახან გათენებამდისაც კი რჩებოდა.ბევრჯერ საუბარში გაუტარებიათ ღამე.რიტა თავის სასიყვარულო თავგადასავლებს უყვებოდა თეონას და გულიანად აცინებდა ხოლმე,თუ როგორ ექცეოდა და მასხარად იგდებდა თაყვანისმცმლებს,უფრო თავის საყვარლებს,ასე უფრო სწორი იქნება.რიტა ძალიან ლამაზი არ გახლდათ,მაგრამ არც ურიგო გოგო იყო.მსხვილი ვარდისფერი ტუჩები,შავი თვალები და გრძელი დაწნული შავი თმები ძალიან მიმზიდველს და სასურველს ხდიდა,რომ აღარაფერი ვთქვათ მის სავსე მკერდსა და საუცხოო,მშვენიერ სხეულზე.თეონაც უსმენდა მის მონაყოლს და იცინოდა და იცინოდა.თუმცა თავად სიტყვაც არ წამოსცდენია აჩიკოს შესახებ.იცოდა,რიტა ქარაფშუტა გოგო იყო და ვინ იცის,სად რას წამოაყრანტალებდა.არც ის უნდოდა,რომ დეიდა მარგოს გაეგო.ეს ქალი რაღაც უცნაურ შიშს აღძრავდა თეონას გულში და არ იცოდა ეს რა იყო–უსიამოვნო და ამაფორიაქებელი.ისეთი გამჭოლი მზერა ჰქონდა,თეონა ვერ უძლებდა და სულ დაბლა ხრიდა თვალებს.ალბათ იმიტომ,რომ მკითხავი გახლდათ და თეონას სულ ისეთი შეგრძნება ჰქონდა,რომ ამ ქალმა მასზე ყველაფერი იცოდა,განსაკუთრებით ის დამალული გრძნობები და ფიქრები,რისიც თეონას თავადაც რცხვენოდა.
ერთ დღესაც,როდესაც თეონა დაღონებული იჯდა თავის ოთახში და აჩიკოზე ფიქრობდა,მის ოთახში ღიმილით რიტა შემოვიდა.
თეონამ ოდნავ გაუღიმა და თავი დახარა.მერე ცრემლები წამოუვიდა და ატირდა.ისეთი გულამომჯდარი ტიროდა,გეგონებოდათ მთელი ცხოვრება აგროვებდა ცრემლებს და ეხლა გადაწყვიტა ერთბაშად გადმოეფრქვია,რაც კი მოუგროვებია.არ იცოდა ეს რა იყო,ამოუჯდა გული რიტას დანახვაზე და ატირდა.თან ბრაზობდა,რაღა ეხლა მომინდა გულის აჩუყებაო,მაგრამ ისე ტკბილად ტიროდა,ვერაფერს უხერხებდა თავს.სიამოვნებდა ეხლა ტირილი და ტიროდა.ალბათ ჰქონდა შეყვარებულ გოგონას უფლება ატირებულიყო და ცოტა ხანს მაინც პატარა სულელ გოგონად ეგრძნო თავი.რიტა კი გულში იკრავდა თეონას,თავზე ხელს უსვამდა და ეფერებოდა.
–აბა რა გატირებს,მომიყევი ეხლავე–ეუბნებოდა რიტა და თავზე კოცნიდა ატირებულ თეონას.
თეონამაც გადმოულაგა ყველაფერი აჩიკოსა და მისი სიყვარულის შესახებ.სკოლიდან დაწყებული დღევანდელ დღემდე ყველაფერი მოუყვა.
ის ღამეც ლაპარაკში გაათენეს და თეონას მხოლოდ დილასღა მოერია ძილი.კიდევ კარგი კვირა დღე იყო და არსად არ ეჩქარებოდა.დადო თავი თუ არა ბალიშზე ღრმად ჩაეძინა და საღამომდე არც კი განძრეულა.
როცა გაეღვიძა,უკვე 5 საათი ხდებოდა.უი,რამდენი მიძინიაო,შეწუხდა და კარგა გვარიანად გაიზმორა.ის იყო ადგა,რომ რიტამ შემოიჭყიტა და აბა როგორ ხარო,მოიკითხა.
–რომ მოწესრიგდები,ჩვენთან გამოდი,მე და დედა გელოდებითო.უთხრა და გავიდა
ლოგინზე ჩამოჯდა.მერე გაახსენდა რიტას რაც მოუყვა და შეწუხდა–ეს რა მომივიდაო.თავი ხელებში ჩარგო და ისევ ატირდა.
–მაპატიე აჩიკო,მაპატიე,ვერ შევიკავე თავი,ვეღარ მოვერიე შენს სიყვარულსო–ქვითინებდა და აჩიკოს წერილებს ეფერებოდა.
გული რომ იჯერა ტირილით,თავი დაიმშვიდა.მოწესრიგდა და დედა–შვილისკენ გაემართა–უხერხულია,მელოდებიანო.



                                               ნაწილი მესამე

                                                    ლექსო

ძვირფასო მკითხელო,თუ არ მოგწყინდათ და კვლავ მომყვებით,მინდა გითხრათ,რომ მესამე პირში იმის გადმოცემა,რათ თეონამ მომიყვა,საკმაოდ რთულია და რომც ვცადო,მრავალი ის განცდა და ფიქრი დაიკარგება,რაც თეონამ გადაიტანა.ამიტომ მოდი ისე გადმოგცემთ,როგორ ამ ისტორიის მთავარმა გმირმა მომიყვა.
მაშ ასე,თეონა ყვება :
„სამზარეულოში რომ შევედი,იქ მხოლოდ რიტა დამხვდა.უხმოდ მომკიდა ხელი და დიდ ოთახში შემიყვანა,თუმცა ადრე არასდროს ვყოფილვარ დედა–შვილის რომელიმე ოთახში,სულ თვითონ შემოდიოდა ხოლმე რიტა ჩემთან.ეს საძინებელ ოთახს არ გავდა.საწოლი საერთოდ არ იდგა იქ.დიდ მრგვალ მაგიდასთან მარგო დეიდა იჯდა და მე მიყურებდა.ფარდები ჩამოშვებული ჰქონდათ და ოთახს მხოლოდ რამდენიმე სანთელი ანათებდა,რომლებიც მაგიდაზე იდგა.ვერ მივხვდი რა ხდებოდა და რატომ შემომიყვანეს ჩაბნელებულ ოთახში.
–ნუ გეშინია,თეონა,შვილო,შემოდი და დაჯექი–მითხრა მარგო დეიდამ.რიტას გადავხედე,თვალით მანიშნა,წავიდეთო,მერე ყურში ჩამჩურჩულა დედას მოვუყევი რაც გუშინ მითხარიო.გულისწყრომით გადავხედე,თვალებში ცრემლი მომაწვა.ნუ გეშინია,მოგეხმარებაო და მაგიდისკენ მიბიძგა.მორიდებით დავჯექი და თავი დავხარე.ცოტა ხანს ასე ვიჯექი,მერე მარგო დეიდამ თავი ამაწევინა და მაგიდაზე ხელები დამაწყობინა.თავი რომ ავწიე,დიდი პლაკატივით ქაღალდი ვნახე მაგიდაზე გაშლილი.ძალიან უცნაური რამ იყო–ასოები ეწერა,ციფრები,ისრები ეხატა,სადღაც „დიახ“ და „არა“ ეწერა ორ ერთმანეთის საპირისპირო მხარეს.გაოცებული შევყურებდი და ვერ გამეგო,რა ხდებოდა.
–ეს რა არის მეთქი–ვიკითხე.
–ეხლა ჩვენ სულებს დაველაპარაკებით და ყველაფერს გავიგებთო,მითხრა რიტამ.
–ვინ სულებს მეთქი–გავოცდი.
–ყველაფერს გაიგებო.
მერე შუაში ამოტრიალებული თეფში დადეს.ისარი ეხატა ზედ,გამიკვირა.ეს რა არის მეთქი ვიფიქრე.შემეშინდა.წამოდგომა და წასვლა ვიფიქრე,მაგრამ ვერ ავდექი.თითქოს ფეხებზე მძიმე ლოდები დამადესო,ვერ ვძრავდი.არც ხელები მემორჩილებოდა,არც ენა.ხმას ვერ ვიღებდი.მოჯადოებულივით ვიჯექი და მაგიდას უაზროდ დავყურებდი.ერთმა ერთ მხარეს ჩამჭიდა ხელი,მეორემ მეორე მხარეს.მერე მარგო დეიდამ ლუღლუღი დაიწყო.მივხვდი რაღაც რიტუალს ასრულებდა.“ქვეყნის სულთა მბრძანებელი“ გამოიძახა.
მერე თითები თეფშზე დამაწყობინეს და თვითონაც იგივე გააკეთეს.
არასოდეს დამავიწყდება ის საღამო.ჩემი ცხოვრება იმ წუთიდან შეიცვალა,როცა მე იმ მაგიდაზე აღმოვჩნდი.ვიღაც სულებს ველაპარაკებოდით.ვეკითხებოდით და გვპასუხობდნენ.მე რას ვეკითხებოდი,გაოგნებული და თვალებგაფართოებული ვიჯექი.მარგო ეკითხებოდა,ხან რიტაც.თეფში კი ისრით ნელანელა ასოებთან მიდიოდა და სიტყვებს კრიფავდა.თუ „დიახ“ ან „არა“ იყო საპასუხო,მაშინ ამ სიტყვებთან მიდიოდა.ეხლა მივხვდი,რისთვის იყო ყოველივე საჭირო,ყველაფერი გავიგე.ჯერ მეგონა,მეხუმრებიან და მაშაყირებენ მეთქი,მაგრამ როცა ჩემი წარსული გადაქექეს და ყველა კითხვაზე თითქმის სწორი პასუხი მაჩვენეს,შემდეგ დავიჯერე,რომ მართლა სული გველაპარაკებოდა.არ შეიძლებოდა,რომ მარგოს და რიტას ასეთი წვრილმანები სცოდნოდათ ჩემზე.თან თითებით ვგრძნობდი,როგორ ტრიალებდა თეფში.ალბათ,რომ არა ჩემი ცნობისმოყვარეობა,რამდენად ვუყვარდი აჩიკოს,არასოდეს არ დავიწყებდი მკითხაობას და ეჭვის შეტანას მის სიყვარულში,მაგრამ აჩიკო დუმდა და ალბათ ამან გადაწყვიტა ბევრი რამ ჩემში.
თითქოს ჩემგან სული ამოიღეს და სხვა ჩამიდგესო.ვერ აღვწერ ამას სრულად,რას განვიცდიდი.გაოცების და შიშის გრძნობა ნელნელა სიამოვნების გრძნობამ შეცვალა.გავხალისდი,ხუმრობაც კი ვცადე,თუმცა მარგომ დეიდამ მკაცრად გადმომხედა და არაო–თავით მანიშნა–არ შეიძლებაო.არ მახსოვს ის საღამო როგორ დამთავრდა.გაბრუებული ვიყავი,ვერაფერს ვერ ვფიქრობდი,ჩემს თვალწინ ისევ თეფში ტრიალებდა და ასოებს კრეფდა.მეორე საღამოს ისევ დამიძახეს.ამჯერად ხალისით გავემართე,ვნატრობდი კიდევაც,ნეტავ კიდევ დამიძახონ მეთქი.რიტამ ამიხსნა რისი ახსნაც შეიძლებოდა.მითხრა,რომ გარდაცვლილ სულებს ვესაუბრებოდით და თუ სურვილი მექნებოდა მეც შემეძლო ჩემი გარდაცვლილი ახლობლის სული გამომეძახა.მე რომ მაშინ მცოდნოდა,რას ჩავდიოდი,უკანმოუხედავად გავიქცეოდი და არასოდეს მივიდოდი იმ წყეულ სახლში,მაგრამ,სამწუხაროდ მე მაშინ არაფერი ვიცოდი.ისე,სხვათაშორის მქონდა გაგონილი სპირიტული სეანსის შესახებ,მაგრამ წარმოდგენაც არ მქონდა,ეს რას ნიშნავდა.
ამჯერად თეფში უფრო სწრაფად ტრიალებდა,თითების მიდევნებას ვერ ვასწრებდი და თან იმას ვფიქრობდი,რა უცოდინარი ვიყავი აქამდე და რა ბედნიერებაა,რომ თურმე გარდაცვლილ ადამიანთან საუბარი შეიძლება.მე უგნურს და ტუტუცს კი ის მეცოდებოდა,ვინც არ იცოდა ეს და არ აკეთებდა.
მეორეს მესამე მოჰყვა,მესამეს მეოთხე და მალე ისეთი დახელოვნებული სპირიტისტი გავხდი,რიტას და მარგოს ტოლს არ ვუდებდი.ყველაზე მეტად ერთ სულს ველაპარაკებოდით,ლექსო მქვიაო,ასე გაგვეცნო.ძალიან თბილი და საყვარელი სულის შთაბეჭდილებას ტოვებდა.ის დღეები თითქოს ბურანში ვიყავი.მთელი სამყარო შეიცვალა ჩემთვის,სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი,მხოლოდ ლექსოზე.უკვე თეფშის დატრიალებაც აღარ მჭირდებოდა,ისე მესმოდა მისი ფიქრები.გონებაში მესაუბრებოდა.შენთან ვიქნები სულ,შენ კი ჩემთანო.ნუ გეშინია ჩემიო.მე ვარ ის სული,თქვენს მიცვალებულებთან რომ გალაპარაკებთო.თავიდან მეგონა ხომ არ გავგიჟდი მეთქი,მაგრამ არა,აშკარად სრულ ჭკუაზე ვიყავი,ჯანმრთელი.ლექციებზე დავდიოდი,გამოცდებს ვაბარებდი...
თავისი წარსული მომიყვა,დედისერთა ბიჭი ვიყავი და მომკლესო.სადღაც მაგზავნიდა,იქ დედა მარტოა და უთხარი,რომ კარგდ ვარო.დავუჯერეთ.მე და რიტა მივდიოდით კიდევაც.მატარებლის ბილეთებიც კი ავიღეთ,ორ დღეში ვაპირებდით გამგზავრებას.მომდევნო დღეს ერთი უნივერსიტეტის მეგობარი ეკლესიაში შევიდა და ძალაუნებურად შევყევი მეც.სანამ ის მამაოს ელაპარაკებოდა,მე წმიდა ნიკოლოზის ხატთან სანთელი დავანთე.მეორე დღეს მოხდა სასწაული და მატარებელი საერთოდ არ გავიდა,გადაიტანეს მომდევნო დღისათვის.მერე კი საერთოდ ვეღარ წავედი,ამერია გეგმები.ეხლაღა ვაცნობიერებ,რომ წმიდა ნიკოლოზმა დამიფარა განსაცდელისგან.ვინ იცის რა მელოდა იქ,სადაც მივდიოდი,უცნობ და იდუმალ ადგილას.მაგრამ ვაი,რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და მე ვერაფერს  ვხვდებოდი.ლექსოს სული აღარ მშორდებოდა და სულ თან დამყვებოდა.მესაუბრებოდა.თავში მყავდა,სხეულსა თუ სისხლში–არ ვიცი,ვგრძნობდი რომ ჩემში იყო და არ მშორდებოდა.მეუბნებოდა,რომ აჩიკოსთან ბედნიერი ვერ ვიქნებოდი და არ უნდა მეფიქრა მასზე.მე ვეწინააღმდეგებოდი.ის კი მეუბნებოდა,რომ ვუყვარდი და ჩემს გარეშე არ შეეძლოა არსებობა.ამბობდა,რომ თვითონ ვერ დაბრუნდებოდა ჩემთან და მე უნდა წავსულიყავი მასთან,რადგან ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილი.ვეღარ ვიშორებდი.ლოგინში ტანსაცმლით ვწვებოდი,ვიცოდი რომ მიყურებდა,ვგრძნობდი ამას.ვეხვეწებოდი რომ თავი დაენებებინა,მაგრამ არ მეშვებოდა.მიმტკიცებდა რომ არ ვიქნებოდი ბედნიერი აჩიკოსთან,რადგან მისთვის ვიყავი გაჩენილი.როცა მიხვდა,რომ ვერ მარწმუნებდა,საზარელი სცენა მომიწყო.მითხრა,რომ თუ აჩიკოს გავყვებოდი ცოლად,ის თავის დედას მოკლავდა და ეს ჩემი ბრალი იქნებოდა.ოღონდ ამას ყველაფერს ვხედავდი,როგორ ხდებოდა,ყველაფერი თვალით მანახა.მერე რა მოხდებოდა,ისიც მანახა.გაოგნებული ვიყავი.შოკისგან ვერ გამოვდიოდი.მერე,როდესაც ძალიან დიდი ხნის შენდეგ გონება დამიბრუნდა და გავიაზრე რაც მოხდა.გადავწყვიტე უარი მეთქვა აჩიკოზე.ვერ დავუშვებდი,რომ ასეთი საზარელი დანაშაული ჩაედინა ჩემი გულისთვის.ეს კატეგორიულად გადავწყვიტე.ეს რომ გაიგო,ცოტა დაწყნარდა და აღარ მაწვალებდა,თუმცა მაინც არ მშორდებოდა.ნელნელა შემაგუა იმ აზრს,რომ მისთვის ვიყავი გაჩენილი და მასთან უნდა წავსულიყავი.მერე მითხრა უნდა დაგასაჩუქროვო და მართლაც ისეთი რამ დამემართა,ალბათ არ დამიჯერებ.ჩიტების საუბარი მესმოდა,ცხოველების,მწერების,ყველასი.ხეების,ყვავილების.უსულო საგნებისაც კი.ადამიანების ფიქრები მესმოდა,ვინ რას გააკეთებდა ვიცოდი–რა მოხდებოდა რამდენიმე წუთში.არ ვიცი,რა მემართებოდა.ალბათ მართლა აღარ ვიყავი გონებაზე,რადგან თვითმკვლელობაზე დავიწყე ფიქრი.მამშვიდებდა,ნუ გეშინია,არ არის საშიში,ერთი წამია და მერე სულ ერთად ვიქნებითო.ყველაფერი დამაჯერა.თან კატეგორიულად გამაფრთხილა,რომ არავისთვის მეთქვა,თორემ ჩემი ოჯახის წევრებს დიდი უბედურება შეემთხვეოდათ.შიშით ხმას ვერ ვიღებდი.ღამე ვკანკალებდი ხოლმე და თან სიკვდილს ვგრძნობდი.ამას ვერ აგიწერ,მაგრამ ასე იყო.ფეხის თითებში გრძნობას ვკარგვდი კოჭებამდე.მერე ზემოთ,მუხლებამდე ადიოდა ეს სიცივე.ამოვიდოდა ზემოთ და გულამდე მოსვლისას გაიყოლებდა ჩემს სულს.ფეხებშ გრძნობა აღარ მქონდა და სიცივე მოდიოდა ზევით და ზევით.ვცდილობდი განთავისუფლებას,მაგრამ არაფერი გამომდიოდა.ვიცოდი,რომ ეს სიკვდილი იყო. ლოცვაც არ ვიცოდი,რომ მეცადა მაინც თავის დახსნა.სიკვდილს მაჩვევდა.მეც დამონებული და გაბრუებული მივენდე და ვუჯერებდი.ერთი და იგივე სიზმარი ამეკვიატა ყოველ ღამე–ჩემი გარდაცვლილი ბიძა სასახლეში ოფლისგან ცურავდა და ვერ ისვენებდა.ღმერთს ევედრებოდა ჩემი სულისათვის.მაშინ არ ვიცოდი,ეს რა იყო.ამას გვიან მივხვდი.
ერთ დღეს რუსთაველზე მივდიოდი, მეტროს წინ დავინახე მოხუცი კაცი, პატარა მაგიდაზე წიგნები ეწყო და ყიდდა. გაუცნობიერებლად გავჩერდი.აიღო ერთი წიგნი და მომაწოდა,იყიდეო...მერე გაჩვენებ სურათს ვინც მომცა წიგნი(მოგვიანებით თეონამ მამა გაბრიელის სურათი მაჩვენა).ვიცოდი ფული არ მქონდა, მხოლოდ ხურდა ფული მეყარა ჩანთაში.წიგნს მაწვდიდა იყიდე 3 მანე ღირს. არ მაქვს მეთქი მაგდენი,ვუთხარი. ნახე ჩანაში, გაქვსო. გავხსენი,იმტომ რომ მომერიდაამხელა კაცი მაწვდის და ვნახავ მეთქი.შემიძლია დავიფიცო,რომ ხურდის მეტი არაფერი მქონდა. გავხსენი და ჩანთის ჯიბეში პირდაპირ ზემოდან 3 მანეთი იდო. ავიღე და მივაწოდე. ჩავიხუტე გულში წიგნი და წავედი. არც დამიხედია რა ვიყიდე, იმდენად მიკვირდა ფული რომ ვიპოვე ჩანთაში. წიგნს დავხედე რაიმონდ მოუდის სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ“ აღმოჩნდა.გაკვირვებულმა უკან მივიხედე. არც კაცი იყო,არც წიგნები.მაგიდაც აღარ გა.ხალხი მოძრაობდა იმ ადგილზე ჩვეულებრივად.მივედი სახლში,წავიკითხე ცოტა და ამ წუთიდან დავიწყე ბრძოლა სიცოცხლისთვის.გაზეთებიდან ამოჭრილი ხატები საიდან გაჩნდა ჩემს ოთახში არ ვიცი, ეხლაც მაქვს შენახული ის ხატები, უფლის, ღვთისმშობლის, მინდა გიორგის,წმინდა ნინოსი და წმინდა ნიკოლოზის. გავაკარი კედელზე იკარტებით, თან ჭიკარტის მირტყმისას ვგრძნობდი,როგ სტკიოდათ ჩხვლეტა. ამ წმინდანების ლოცვა და მამაო ჩვენო როგორ ვისწავლე,არ ვიცი, მაგრამ გამუდმებით ვიმეორებდიმუდმივადძილში და ცხადში.აღარ ვაძლევდი საშუალებას სხვა აზრებს გონებაში შემოსულიყვნენ, მაგრამ რას გავხდებო?მარტო რას შევძლებდი?უფრო გაალიერა ბრძოლა. მუხლებამდე შემოვიდა.ერთხელ საწოლიდანაც ვერ ავდექი.მოვიმიზეზე ცუდად ვარ მეთქი და ვიწექი. ემმა ოჯახმა არაფერი იცოდა.აღარც რიტას ვეუბნეოდი,არ მინდოდა შემეშინებინა.მარტო ვიბრძოდი.
ერთ ღამეს გამეღვიძა.რაღაც ხმამ გამომაღვიძა.თვალები რომ გავახილე, თეთრი ღამე იყო,ნათელი.ზამთარი იყო თოვლიანი.ჩემი ნების საწინააღმდეგოდ საწოლიდან ავდექი, ფანჯარა გავაღე გადავეყდე და...
კარგახანს ვიყავი ასე.სიცივეს ვერ ვგრძნობდი–ვერაფერს ვგრძნოდი. უკვე ნახევრად იქით ვიყავი და ზეიმობდა,რომ მალე სულ იქ ვიქნებოდი. მე ბროლის თავი აღარ მქონდა.ლამის დავნებდი და მზად ვიყავი სიკვდილისთვის.



                                               ნაწილი მეოთხე

                                                   უფალი

როცა ყველაფრის იმედი დავკარგე, თითქოს სული ჩაბერესო,რაღაც უხილავმა,ძლიერმა ძალამ უკან შემომაგდო ოთახში.დავეცი ხატების წინ მუხლებზე და ლოცვა დავიწყემთელი  სულით, გულით, არსებით...
დიდხანს ვიყავი ასე.უეცრად რაღაც დიდი სინათლე ვიგრძენი.არა,ამას სინათლეს ვერ დაარქმევ,ეს იყო რაღაც ძალიან დიადი,ზებუნებრივი.მე არ ავმდგარვარ,ლოცვას ვაგრძელებდი.ვგრძობდი ოთახში უცხო არსებების მოძრაობას.ოთახი პატარა იყო,მაგრამ იმ მომენტში იმხელა სიღრმე ჰქონდა,ასე მეგონა მთელ სამყაროს დაიტევდა.საზღვრები აღარ ჰქონდა.არ ვიცოდი რა ხდებოდა.ფრთიანი არსებანი დავინახე.არც მოფრინავდნენ,არც მოფარფატებდნენ.ვერ ავხსი ამას,უცნაურად მოძრაობდნენ.ისე შემოსრიალდნენ ჩემს ოთახში,თითქოს მოცურავენო.გაივსო ოთახი ამ არსებებით,იმდენი იყვნენ.მერე ქედს იხრიდნენ,გზას უთმობდნენ და ერთგვარი კორიდორი კეთდებოდა.დავინახე,ერთმანეთის მიყოლებით როგორ შემობრძანდნენ ის წმინდანები,რომელთაც ვევედრებოდი–წმიდა ნიკოლოზი,წმიდა ნინო,წმიდა გიორგი.მე მათი სახეები არ ვიცოდი,სად უნდა მენახა,მაგრამ მაშინ ძალიან კარგად ვიცოდი ვინც იყვნენ,ამის ახსნა შეუძლებელია,ამას თუ არ განიცდი,ვერ გაიგებ.შემოდიოდნენ და ჩერდებოდნენ ჩემს ოთახში.შემდეგ ყველამ ერთად ქედი მოიდრიკა–მოდის,მოდისო შესძახეს და კორიდორი გააფართოვეს.დედა ღვთისა შემობრძანდა.წმინდანებმა და ანგელოზებმა თაყვანი სცეს და  შეევედრნენ–ვიხსნათ ეს სულიო და ჩემზე მიუთითეს.ის კი ჩაფიქრებული  იდგა და ხმას არ იღებდა,თითქოს რაღაცას ელისო.მე თავდახრილი და გაოგნებული ლოცვას ვაგრძელებდი.მერე თავად ღვთისმშობელმა მოიდრიკა ქედი და თაყვანს სცემდა მომავალს.მობრძანდებაო–ეს გავიგონე და ვიგრძენი დამხობილმა და თავდახრილმა,როგორ გაანათა ოთახი ელვამ.არაბუნებრივი სინათლე ყველგან აღწევდა.მესმოდა ღვთისმშობლის ვედრება და ვგრძობდი,რომ ის,ვისაც ევედრებოდნენ,განრისხებული იყო,ოღონდ ჩემზე არა.მერე გავიგე,რომ შეისმინა ვედრება და მითხრა–მთხოვე,რაც გინდაო.ოღონდ ხმა არ გამიგია,გონებაში მივიღე.
ეს ერთდროულად წყალობაც იყო და ბრძანებაც,ისე ნათქვამი,წინააღმდეგობას რომ ვერ გაბედავ ადამიანი.დავიბენი,არ ვიცოდი რა მეთხოვა.უცებ თვალწინ საოცარი კადრები გადაიშალა.ჩემს თავს ვხედავდი მომავალში.ერთგან ძალიან ლამაზი და მდიდარი;მეორე ადგილას–კურნების ნიჭით დაჯილდოებული.ვხედავდი,როგორ ვკურნავდი ასობით ადამიანს.მესამე კადრში ჩემი თავი სადღაც შორს,მთებში დავინახე–როგორ ვიჯექი და ვლოცულობდი.აქეთ გამიწია გულმა,მაგრამ ვერ შევბედე.ვიცოდი,რომ სწრაფად უნდა მიმეღო გადაწყვეტილება და მხოლოდ ესღა მოვახერხე მეთქვა:
არაფერი მინდა,უფალო,მადლიერი ვარ,რომ სიცოცხლე მაჩუქე.ვიყო ერთი ჩვეულებრივი გოგო,არავისგან გამორჩეული მეთქი.მეტის თქმა ვერ მოვახერხე,მაგრამ მივხვდი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.მაღლა არ ამიხედავს,მაგრამ მაინც ყველას ვხედავდი უფლის გარდა.მას ვგრძნობდი და უდიდეს მზისნაირ სინათლეს ვხედავდი.თვალს რომ ვერ გაუსწორებ ისეთს კი არა,საერთოდ რომ ვერ შეხედავ,ისეთს.ვიგრძენი ჩემი არჩევანით გამოწვეული კმაყოფილება და ისევ ყველას თაყვანისცემა და მადლობა უფლისადმი.მერე ისევ გაცუდრნენ ოთახიდან და ის ნათელიც წავიდა.
დილა რომ გათენდა.რიტა და დეიდა მარგო შემოვიდნენ ჩემთან.ხატებთან დაჩოქილი მნახეს ცრემლებისაგან ერთიანად სველი და გაფითრებული–ქაღალდივით თეთრი.
რას გავხარ,ეხლავე შენებს უნდა გავაგებინოთო.არა,კარგად ვარ არ არის საჭირო მეთქი და დაწყნარდნენ.ლოგინში ჩამაწვინეს და ცხელი ჩაი დამალევინეს.ვუთხარი რომ კარგად ვარ და ვთხოვე,რომ არავისთვის არაფერი ეთქვათ,რადგამ ჩემს მშობლებს და ძმებს კარგად იცნობდნენ.
მერე რომ დავფიქრდი,მივხვდი,რომ უფალმა ჯოჯოხეთიდან მომაბრუნა და სიცოცხლე კიდევ ერთხელ მაჩუქა.ბედნიერებისაგან არ ვიცოდი რა მექნა.იმ დღის შემდეგ ყოველგვარი უგრძნობელობა გაქრა.აღარც სხვისი ხმები და აზრები მესმოდა.ვიგრძენი,რომ ლექსო,თუ ვინც იყო სინამდვილეში,სასტიკად დაისაჯა.ოღონდ აღარ უნდა მეფიქრა ამაზე.თუმცა მეც,როგორც ბევრი სხვა ჩვეულებრივი ადამიანი,სუსტი და უმწეო არსება ვარ და არაფერი შემიძლია უფლის გარეშე.მოგონებები ბრუნდებოდნენ და მაშინვე ლოცვას ვიწყებდი ხოლმე,რომ გამედევნა არასასურველი ფიქრები თავიდან.წლები დამჭირდა,საბოლოოდ რომ განვთავისუფლებულიყავი ამისგან.მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ,როდესაც ნამდვილი ეკლესიური მართლმადიდებელი ქრისტიანი გავხდი,დავძლიე შიში,სირცხვილი და ტკივილი და მამა გიორგისთან ჩავაბარე აღსარება და მოვინანიე ყოველივე წრფელი გულით.
მკაცრად ნუ განმსჯი, მაშინ 21 წლის ვიყავი და საერთოდ არაფერი ვიცოდი. არც ღირსი ვიყავი არაფრის, უბრალოდ რაც მოხდა იმიტომ მოხდა, რომ არ მისცეს იმ სამყაროს ამ სამყაროში ჩარევის უფლება და თუნდაც ერთი სულის ამ გზით დაღუპვის უფლებაეს მე ვიქნებოდი თუ სხვა,არა აქვს მნიშვნელობა.
დარწმუნებული ვარ,ბიძაჩემის თხოვნამ, რომელიც პატიოსნად ცხოვრობდა ამქვეყნად,დიდი როლი ითამაშა ჩემს დახსნაში.იმის შემდეგ რაც გადამხდა,მეორე ღამესვე დამესიზმრა დაწყნარებული, მშვიდი სახით და მეტჯერ აღარ მინახია....
იქიდან მივეჩვიე ლოცვას, და ყოველთვის იმ ლოცვებით ვიწყებ,რასაც მაშინ ვამბობდი.როგორ ვისწავლე და ვინ მასწავლა,არ ვიცი(როდესაც თეონას ამ ლოცვაზე ვკითხე,მან ისესოს ლოცვა მითხრა)
ის წიგნი ისევ მაქვს 3 მანეად ნაყიდი, თითქმის გავიზეპირე იმდენჯერ წავიკითხე მაშინ.
მე ალბათ ღრმად ევტოპე. სასწაული ეგ არ იყო რომ ველაპარაკებოდი, სასწაული ის იყო რომ ყველაფერი მესმოდა ყველას ხმა.როცა დავდიოდი,ვიგებდი ფეხქვეშ გათელილი ბალახის კვნესას დილით ჩიტების ჭიკჭიკში.100 რომ ყოფილიყვნენ ერთად,ასივეს ნაქვამს ვიგებდი; ცხოველების, მცენარეების, და ხალხის აზრებს, ვინ რას გაიფიქრებდა, გარეთ ვეღარ გავდიოდი, თან წინასწარ ვიცოდი ვინ რას იტყოდა და რა მოხდებოდა ცოტახანშისაშინელება იყო
უფალი არ მინახავს.არც ეშმაკი მიახია. ვერ აგიწერ,ვგრძნობდი მარტო ჩემში ვგრძნობდი შიგნით.დანახვით არ დამინახავს.დანახვით მარტო ის უამრავი ულამაზესი არსებები ვიხილე,ოთახში რომ შემოცურდნენ, ყველა წმინდანს თავისი თანმხლებლები ყავდაბევრი,ძალიან ბევრი და მათით გარშემორტყმულები მოდიოდნენ.ოთახი იგივე იყო, მაგრამ სიღრმე ქონდა,მთელ სამყაროს დაიტევდა.ყველა იქ იყო და ადგილი იყო კიდევ უსასრულო.ყველა დავინახე ფლის გარდა,მაგრამ მობრძანდებაო, ისეთი მოწიწებით თქვეს,მაშინვე მივხვდი ვინც იქნებოდა,მერე ღვთისმშომლის ვედრება მესმოდა....და ის უსასრულო ნათელი.....

აჩიკოს დაბრუნების შემდეგ ძველი ურთიერთობა გაგრძელდა,ოღონდ იმ განსხვავებით,რომ მე მისი დავიწყება მინდოდა და არ ვფიქრობდი ჩემი ბედის მასთან დაკავშირებას.ვერ დავძლიე შიში,რომ ჩემს გამო ის დიდ დანაშაულს ჩაიდენდა და ამაში დამნაშავე მე ვიქნებოდი.მე არ ვიყავი დარწმუნებული,რომ ის მომავალი,რაც მე ლექსომ მანახა,არ შესრულდებოდა.მე უფალს მივენდე და და მოხდა ისე როგორც მისი ნება გახლდათ.
იყო ერთი დღე ჩემს ცხოვრებაში,როდესაც მე მზად ვიყავი დამებრუნებინა ჩემი ბედნიერება და აჩიკოს გავყოლოდი ცოლად.ყველაფრის მიუხედავად მესინჯა,თუ ეს უფლის ნება იქნებოდა.ეს დღე ჩემი დაბადების დღე გახლდა,როდესაც მე 26 წლის შევსრულდი და როდესაც აჩიკო აპირებდა ჩემს ოჯახში მოსვლას.
მაგრამ სრულიად მოულოდნელად,მოვიდა სხვა პიროვნება,რომელიც სულ რამდენჯერმე მყავდა ნანახი და სახელიც კი არ ვიცოდი მისი.თუმცა ვიცოდი რომ მოვწონდი.მოვიდა და ჩემს მშობლებს ჩემი ხელი სთხოვა,აჩიკო კი არ გამოჩენილა.
მე ეს უფლის ნებად ჩავთვალე და თანხობა განვაცხადე.
დღეს ბედნიერი ოჯახი მაქვს და ძალიან მდიდარი ადამიანი ვარ,ოღონდ ჩემი სიმდიდრე მატერიალური ქონება და ფული არ არის.
ჩემი სიმდიდრე ჩემი ოჯახია და ის ყველაზე მთავარი და ძვირფასი,ღმერთი რომ ჰქვია.
და კიდევ ერთი.ალბათ ესეც უფლის ნება გახლდათ,რომ ჩემს მეუღლეს ნიკოლოზი ჰქვია.მე მჯერა,რომ არაფერი შემთხვევით არ ხდება ქვეყანაზე და და კიდევ ერთხელ წრფელი გულით მინდა ვეამბორო ჩემს ძვირფას წმინდანებს,დედა ღვთისმშობელს და უფალს და მაცხოვარს ჩემსას იესო ქრისტეს,რომლებმაც მე ცოდვილს ასეთი დიდი სიხარული და ბედნიერება მაჩუქეს.ასეთი წყალობის,მადლის და სასწაულის ღირსი გამხადეს.
ჩემო მეგობარო,ალბათ ესეც უფლის ნება იყო,რომ შენთვის მომეყოლა ჩემი ცხოვრების ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სანუკვარი ამბავი და იმედია უფალი მაპატიებს,რომ გაგანდე ჩემი გულის ყველაზე  ძვირფას ადგილას შენახული მოგონება და აღსარებასავით ჩაგაბარე.
დიდება უფალო შენდა,დიდება შენდა !!!“


                                                  დასკვნა

აი ეს საოცარი ამბავი მიამბო თეონამ და ჩემი ძალიან დიდი სურვილით და თეონას თანხმობით ეს ამბავი თქვენს სამსჯავროზე გამოვიტანე ჩემო ერთგულო მკითხველო,რომლებმაც არ მიმატოვეთ,ბოლომდე მომყევით და ჩემთან ერთად განიცადეთ თეონას საოცარი ცხოვრების,დაცემის და სასწაულებრივი აღდგომის ისტორია.მართლაც,დიდება უფალო შენდა,დიდება შენდა !!!
ბოლოს ჩემი მხრიდან დავამატებდი:
ჩემო კეთილო და კარგო ადამიანებო,სანამ რამეს გააკეთებთ,დაფიქრდით,თუნდაც წამით,რამდენად სათნოა ეს ღვთისათვის.ყოვლადმოწყლე ღმერთმა მოგვცა თავისუფალი ნება,მაგრამ ნუ ჩააბარებთ ამ ნებას ეშმაკს,რომელიც გამძვინვარებული დაგვყვება უკან და მზად არის ცოხლად ჩაგვყლაპოს,თუ მივცემთ ამის ნებას.და რომ არა უფალი,რომელიც ვინ იცის რამდენი განსაცდელიდან გვიფარავს ყოველდღიურად,ჩვენ რომ წარმოდგენა კი არ გვაქვს ისე,ჩვენ ვერასოდეს წინ ვერ აღვუდგებოდით ბოროტს.ძალიან სუსტები ვართ და იმიტომ.ძალიან ცოდვილები ვართ.ამიტომ ვადიდოთ უფალი სანამ შეგვიძლია და ვიცხოვროდ მისთვის სათნოდ,რამდენადაც შეგვიძლია.ამის ძალას კი თავად უფალი მოგვცემს თუ მთელი სულით და არსებით მივენდობით.
აქ აღწერილი ამბავი სრული სიმართლეა და თქვენი ნებაა,დაიჯერებთ თუ არა.
საბედნიეროდ,თეონა გადარჩა უფლის წყალობით,მაგრამ გაიხსენეთ უამრავი ახალგაზრდა,რომელიც თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს და არავინ იცის რა განცდები და ფიქრებნი აქვთ მათ გადატანილი.იქნე სწორედ „ლექსოები“ და მათი მსგავსი ეშმაკები უბიძგებენ მათ ამისკენ? მათ დაღუპულ სულებს როგორ ვუშველოთ?
მე მხოლოდ ერთი წამალი ვიცი–ღმერთი,რომელიც სიყვარულია.შევიყვაროთ ერთმანეთი და შევიყვაროთ ღმერთი და ვერავითარი სატანა ვერაფერს დაგვაკლებს.
როგორც ფსალმუნი ღაღადებს:
„უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა,ვისა მეშინოდის?“...
 ხოდა მივენდოთ უფალს მთელი არსებით და ნურავისი და ნურაფრის ნუ შეგვეშინდება.
დიდი მადლობა,თეონა,შენ,რომ ასეთი საოცარი,გამაოგნებელი სასწაულის მოსმენის ღირსი გამხადე და მეც და ალბათ ბევრი სხვა ადამიანიც ბევრ რამეზე ჩააფიქრე და ბევრ რამეზე აუხილე თვალი.
დაგლოცოს და გაგახაროს ღმერთმა ! ბედნიერი ადამიანი ხარ,რომ ასეთ სასწაულს მოესწარი და მიუხედავად იმისა,რაც გადაიტანე,ბოლო წამამდე არ დაეცი,იბრძოლე და გაიმარჯვე.დაამარცხე ის უდიდესი ურჩხული,რომელიც ათასობით ადამიანის სულ ეუფლება ყოველდღიურად.
აქ დავამთავრებ და ყველას სიკეთეს და დღეგრძელობას გისურვებთ–სიცოცლხლეს უფალში და უფალს თქვენში.
დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ღმერთმა !!!
დიდება უფალო შენდა,დიდება შენდა !!!