Wednesday, 5 September 2012

„უფალო,შემიწყალე“




                                           

 ...აი,აღსასრულიც მოახლოვდა.
 ჯერ ფეხები წაერთვა,შემდეგ წელი მოსწყდა,მერე ხელები და აი,სიკვდილის ხელი თავს შეეხო,ოდნავ შეაჯანჯღარა და სულმაც ნელნელა დატოვა უსულო სხეული.
 გაქრა,დამთავრდა ყველაფერი,მაგრამ გონება,თუ სული,რაც გინდათ დაარქვით,მუშაობდა,აზროვნებდა.ეხლა ნახავს იმას,რაზეც ამდენი ხანი სიცოცხლეში ფიქრობდა.ხშირად წარმოიდგენდა ხოლმე,როგორ დატოვებდა სული სხეულს,როგორ მიადგებოდა უფლის კარიბჭეს და როგორ გადაწყდებოდა საერთოდ მისი სამუდამო ადგილსამყოფელის საკითხი.
 ძალიან ხშირად უფიქრია ამაზე და აჰა,ეხლა ნახავს,განიცდის ყველაფერს.რა თქმა უნდა შიში იპყრობდა.არ იცოდა,რა ელოდა.თითქოს ცოტა სულიც უგუბდებოდა.უცნაურად გრძნობდა თავს.საკუთარ სხეულს ხედავდა.არა,არ ეშინოდა,არც სტკიოდა,შეშფოთება იპყრობდა მხოლოდ და შეუცნობელის და გარდაუვალი განცდების მოლოდინს გრძნობდა და ეს აფრთხობდა.
 აჰა,საშინელი არსებებიც გამოჩდნენ,ისეთი სისწრაფით მოემართებინ მისკენ,ალბათ გადათელავენ,გასრისავენ.რამ უნდა გადაარჩინოს?რა საშინელ ხმებს გამოსცემენ,არასოდეს არსად სმენია ასეთი შემზარავი ხმები.რა საშინელი სახეები აქვთ.იცოდა,რომ საზიზრარი სანახავები იყვნენ,მაგრამ ამის წარმოდგენაც კი არ შეეძლო,თუ ასეთ ამაზრზენ სახეებს იხილავდა,საშინელი შიში და სასოწარკვეთილება რომ მოჰქონდათ თან.
 ...და სუნი,ენით გამოუთქმელი სიმყრალის და შმორის სუნი.რატომღაც ამაზე არასოდეს უფიქრია.იქ,დედამიწაზე,ასეთი სუნი არასოდეს უგრძვნია,არსად.ისევ ცოცხალი რომ ყოფილიყო,მარტო ეს სუნი დაახრჩობდა,მთელ გულმუცელს ამოუბრუნებდა და სუნთქვას გაუჩერებდა.აქ კი,უჭირდა სულს,გრძნობდა,მაგრამ მაინც იტანდა.
 თითქოს თვალები დახუჭაო,წამით გაირინდა და ჯოჯოხეთში წარმოიდგინა თავი.უნდოდა თუ არა,დარწმუნდა,ეს იყო მისი ხვედრი და აწი ვერაფერი ვეღარ უშველიდა.
 და ამ დროს ისინიც გამოჩდნენანგელოზები.თვალისმომჭრელად ლამაზები და საამურნი.ისეთი სურნელი მოჰქონდათ,უცებ გაქრა ყოველგვარი შმორის და სისაძაგლის სუნი.ბევრნი არ იყვნენ,ამ საზიზღარი დემონების მსგავსად,სულ რამდენიმე,მაგრამ ეს საკმარისი იყო იმისთვის,რომ სული დამშვიდებულიყო,
 პირვანდელ მდგომარეობას დაბრუნებოდა და ის შეუცნობელი მდგომარეობა მიეღო,სულის სხეულთან გაყრისას რომ დაუფლებოდა.
 ისევ აშინებთ ხომ ახლად გარდაცვლილ სულს,თქვე საზიზღრებო?–მიმართა ერთერთმა ანგელოზმა დემონებსგანა რამდენჯერ უნდა გითხრათ,რომ ჯერ უფლის სამსჯავრო უნდა გაიაროს და საკითხავია,გეკუთვნით ეს სული თქვენ თუ არა.მოშორდით და ნუ აშინებთ,ისედაც უჭირს რეალობის შეცნობა და თქვენ ნუღა აფირიაქებთ და აშფოთებთ უმიზეზოდ.
 ჩვენია,ჩვენიააზმუვლდნენ გაბოროტებულები და ცმუკვა დაიწყეს,თუმცა მაინც განზე გადგნენ და ანგელოზებს დაუთმეს გზა.
 რა სასიამოვნო იყო იმის შეგრძნება,რომ ერთი ანგელოზი ათას დემონზე უფრო ძლიერია და მეტი ძალაუფლება აქვს უფლისგან მინიჭებული.
 წამოდი ჩვეთან,ნუ გეშინია,ესენი ვერას გავნებენგაუღიმეს ანგელოზებმა და ზეცისკენ,იქ სადღაც უსასრულო და იდუმალებით სავსე სიმაღლეში გასრიალდნენ მასთან ერთად.გული რომ ჰქონოდა,ალბათ ვერ აიტანდა ასეთ მღელვარებას,განცდებს,ამ საოცარ და ენით გამოუთქმელ მდგომარეობას.სული კი უძლებდა,ნელნელა უსაზღვრო სიხარულით და საოცარი ბედნიერების გრძნობით ივსებოდა და არ იცოდა,რა იყო ეს.არა,ამას ადამიანური ენით ვერასოდეს გამოხატავდა.სიტყვები იმდენად უძლური აღმოჩნდებოდნენ,მცდელობაც კი სასაცილო და უსუსური იქნებოდა. ამიტომ,ანგელოზებს მიენდო და ცდილობდა სრულად შეეგრძნო ეს უთქმელი ნეტარება.მერე კი...მერე რა იქნებოდა,ეხლა ამაზე ფიქრი არ უნდოდა,იმდენად ტკბილი და სასიამოვნო იყო ეს მდგომარეობა.და თან,რაც უფრო ზევით მიიწევდა,უფრო და უფრო ნეტარი და თავბრუდამხვევი ხდებოდა.არა,ამას ვერც მე და ალბათ ვერც ვერავინ ენით ვერ აგიწერთ და ჯობს დროზე გავჩერდე.
 მითუმეტეს ვერ აგიწერთ იმ შეგრძნებებს,რაც ჯერ ზეციური სასუფევლის და შემდეგ ცეცხლოვანი სატანჯველის ნახვისას განიცადა.ამას ვერც ენით,ვერც სხეულით,ვერც სხვა რაიმე გამოხატვის მეთოდებით,ყველაზე საუკეთესო დამხმარე სპეცეფექტების გამოყენებითაც კი ვერა არსება ვერასოდეს ვერ შეძლებს და მეც აღარ შეგაწყენთ ზედმეტად თავს.
 ...და როდესაც დადგა ყველაზე გადამწყვეტი მომენტი,ყველაზე მთავარი ყოველი სულისათვის,წარსდგა უფლის წინაშე და განემზადა სამსჯავროზე წარსადგომად.
 მარცხნივ დემონთა უთვალავი არმიაა,მარჯვნივ სულ რამდენიმე ანგელოზი.წინ კი საზვერეების 20 საფეხური.მხოლოდ ოცი ნაბიჯი იმ სანუკვარ და უძვირფასეს არსებამდე,ღმერთი რომ ჰქვია.20 უკანასკნელი საფეხური იმ სამოთხემდე,უფლის სასუფეველი რომ ჰქვია.ან სულაც ერთი ან რამდენიმე ნაბიჯი სამუდამო სატანჯველამდე,სადაც ენით გამოუთქმელი კვნესა და ვაება იხილა სულ ახლახანს.
 რამდენს გაივლის,რამდენით მიუახლოვდება უფალს,ან გადალახავს თუ არა მეოცე,უკანასკნელ ზღუდეს,ეს ახლა სულ მალე გადაწყდებოდა.
 ჩემს უმეცრებას არ მივცემ იმის უფლებას,რომ დაწვრილებით დავიწყო იმის გადმოცემა რაც არ ვიცი,რისი უფლებაც არ მაქვს,რაც იმდენად იდუმალი და შეუცნობელია,რომ ვერ ვიკადრებ ასეთი მკრეხელობის საკუთარ თავზე აღებას და ამიტომ საზვერეების შესახებ მეტს ვერაფერს გეტყვით.მხოლოდ იმას მოგახსებთ,რომ დაიწყო უსასტიკესი და დაუნდობელი ბრძოლა ცოდვებსა და მადლს,სიკეთესა და ბოროტებას შორის,რაც კი სულს მთელი სიცოცხლის მანძილზე ჩაუდენია.ბრძოლა დემონებსა და ანგელოზებს შორის მისი სულის უფლებაზე.უყურებდა გაოგნებული და არაფრის გაკეთება არ შეეძლო.იქ,მიწიერ სიცოცხლეში ბევრჯერ უფიქრია ამაზე,ბერჯერაც წარმოუდგენია,როგორ იქნებოდა ეს ყველაფერი,მაგრამ უკვე ნანახი და განცდილი ოდნავადაც კი ვერ შეედრებოდა იმ უსუსურ და მკრთალ წარმოდგენას,ადრე რომ ჰქონა სხეულში ყოფნისას.
 ... მეოცე საზვერეს მიადგა.ეხლა უნდა გადაწყვეტილიყო,გადალახავდა თუ არა ამ უკანასკნელ,ყველაზე მთავარ და ყველაზე ძნელ დაბრკოლებას.ეხლა წყდებოდა მისი სამუდამო ადგილსამყოფელის ბედი.
 ბრძოლა თანაბარი იყო.სასწორზე დადგა მისი უკანასკნელი დარჩენილი ცოდვაბოროტებანიც და სიკეთენიც.ყოველი სიტყვა,ყოველი ფიქრი,ყოველი მოქმედება.
 მორჩა,ამოიწურა ყველაფერი.არაფერი აღარ დარჩა.დადგა გადამწყვეტი წამიც.სასწორი დემონების სასარგებლოდ გადაიხარა.სულ ოდნავ,შეუმჩნევლად,მაგრამ მაინც.სულ მცირედი დააკლდა,სულ პატარა სათნოება.თუნდაც სულ ერთი კეთილი სიტყვა,რომელიც საკმარისი იქნებოდა.მაგრამ მისდა სამწუხაროდ ყველაფერი ამოწურული იყო.ანგელოზებმა მის დასაცავად ყველაფერი ამოალაგეს,რაც შეეძლოთ და მეტი აღარაფერი ჰქონდათ გასანეიტრალებლად.
 დემონები კი ხარობდნენ.ისეთი ხმით ღმუოდნენ და წიოდნენ,რომ მარტო ეს ხმაც საკმარისი იყო ცხადად შეეგრძნო,თუ რა ელოდა.
 ეხლა,სულ ერთი წამით ისევ სხეულში ყოფნა ინატრა,რათა გულიანად ეტირა.ებღავლა ისეთი ძალით,რომ მთელი სამყარო შეეძრა.
 აი,წამოვიდნენ კიდეც დემონები მისკენ.დაავლებენ ეხლა ხელს და გააქანებენ თავიანთ სამყოფელში.ანგელოზებს კი თავი დაუხრიათ,თითქოს ტირიან კიდეც,მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ.ეს არ არის ადამიანთა სასამართლო,სადაც შეიძლება ზოგიერთ რამეზე თვალი დახუჭო.დაუმსახურებლად აპატიო მოუნანიებელი საქციელი.ეს უფლის სამსჯავროა,ყველაზე სამართლიანი და პირუთვნელი.
 განემზადა.ახლა გვიანია სინანული.არც შეუძლია.ერთ სიტყვასაც ვერ იტყვის,ერთ ფიქრსაც კი ვერ გაივლებს,თორემ ეს რომ შეეძლოს,მიუტევებდა უფალი ამ მცირე დანაკლისს.მაგრამ არ შეუძლია,შებოჭილია მისი სული და არაფერი მეტი არ შეუძლია გარდა იმისა,რომ ცხადად დაინახოს,როგორ დაავლებენ ეს ამყრალებული საშინელებანი ხელს და გააქანებენ ცეცხლსა და გეენაში.
 მოიცათგაისმა საოცარი,ნაზი ხმა.კარგად დააკვირდა.ქვემოდან ანგელოზის მსგავსი არსება უახლოვდებოდა სწრაფად.კი,ნამდვილად ანგელოზი იყო.გაბრწყინებული,სიხარულის და იმედის მომცემ გრძნობას აფრქვევდა.არ იცოდა,ეს რა იყო,მაგრამ სიხარული და სიმშვიდე დაეუფლა.ამას კარგად გრძნობდა.
 ანგელოზი დემონებსა და სხვა ანგელოზებს შუა დადგა და საოცარი ხმით,გალობას რომ გავდა,განაცხადა:
 თქვენ ყველაფერი დაალაგეთ სასწორზე,რაც ამ სულის განსასჯელად იყო საჭირო,მაგრამ მაინც გამოგრჩათ,როგორც ვხედავ ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი:ამ სულმა სიკვდილის წინ წარმოსთქვა ორი სიტყვა რომელიც არცერთ სიაში არ არის აღრიცხული და მე უფლებამოსილი ვარ განვაცხადო მათ შესახებ.
 ვერ აგიწერთ რა ხდებოდა.გაავებული დემონები ცეცხლს ყრიდნენ თვალებიდან.სიბრაზისგან ლამის გამსკდარიყვნენ და სიმყრალით და სისაძაგლით მოეფინათ იქაურობა.ყველა ერთად ღრიალებდა და ცოფის მაგვარ დუჟს ისროდნენ პირიდან.
 არ უშველის,მაინც ჩვენია,გაგვატანეთ დროზეისმოდა აქეთ იქიდან და მოუთმენლობისგან გააფთრებით იგლეჯდნენ ბინძურ,აყროლებულ ბალანს.
 ანგელოზებს თვალები აუციმციმდათ.იმედიანი მზერა მიაპყრეს ახლადმოსულ ანგელოზს და მიმართეს: რა არის ის ორი სიტყვა?
 უფალო,შემიწყალე!–იყო პასუხი.
 თითქოს ცა შეიძრაო.დემონებმა ერთი უკანასკნელად ამოიღნავლეს და იქ,სადღაც შორს უფსკრულისკენ შთაინთნენ.
 ზეცა საოცარმა ნათელმა მოიცვა.ეს ორი სიტყვა საკმარისი აღმოჩნდა მის გადასარჩენად.ისევ ადამიანის სხეულში მოუნდა ყოფნა.ისევ ტირილი,ოღონდ ამჯერად ტკბილი,მადლიერი ტირილი.უფლის ხატთან დაჩოქება და გულწრფელი,სამადლობელი ტირილი.
 თუმცა ეს ახლა უკვე სრულებით ზედმეტი ნატვრა გახლდათ.მალე თავად უფალს მიეახლებოდა და მის ფერხთან შეეძლო ყოველივე ამის გაკეთება.
 სიტყვა გაეხსნა,ფიქრი აეხადა.ეხლა უკვე ყველაფერი შეეძლო.ანგელოზებით გარშემორტყმული უფლისკენ მიისწრაფოდა და უსაზღვროდ ბედნიერი და ენითგამოუთქმელი ნეტარებისგან გაბრუებული ფიქრობდა:
 ღმერთო,რა უგნური ვიყავი სხეულში ყოფნისას.რა მადლიანი და შეუფასებელი ყოფილა ყოველი ფიქრი,ყოველი მოქმედება,ყოველი სიტყვა ჩემს მიერ ნაფიქრი,ჩადენილი,თქმული.ადამიანები არ ფიქრობენ ამაზე,როცა დროა მაშინ.როგორ მინდა,ყველა ადამიანმა იცოდეს ეს.რომ შემეძლოს,სათითაოდ ჩამოვუვლიდი ყველას და შევევედრებოდი:აწონეთ ყველაფერი რასაც აკეთებთ,რასაც ფიქრობთ,რასაც ამბობთ.ნეტავ იცოდეთ,რა უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ყოველივეს.ადიდეთ უფალი წამდაუწუმ.რასაც უნდა აკეთებდეთ.თუნდაც ფიქრში,თუნდაც სიტყვით.
 ...და რომ იცოდეთ,რა სანუკვარია,რა ტკბილია ორი,სულ ორი პატარა სიტყვა–„უფალო,შემიწყალე“.

 არა არს რა უფალზე ტკბილი და სანატრელი ქვეყანაზე,არცა მიწის ქვეშ და არცა ცაში.

 უფალო,შეგვიწყალენ !!!